„სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
„სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 29/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 14/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 360160000.11.103.006263
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
139
23/12/2003
სსმ, 150, 29/12/2003
360160000.11.103.006263
„სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2003 - 10/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.263

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის

ბრძანება 139

2003 წლის 23 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

 „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება–საქართველოს კანონები, 1997 წ. 1-2/33-34/7) 29-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” ;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 03.06.1999 წლის 71 ბრძანება „სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ჩხობაძე

დებულება

სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ

    მუხლი 1. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა „სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულება

წინამდებარე დებულება მომზადებულია საქართველოს კანონის „ცხოველთა სამყაროს შესახებ” 29-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ტ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის შესასრულებლად.

    მუხლი 2. დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს ძირითად სამართლებლივ ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) შორის, სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში.

    მუხლი 3. კანონმდებლობის სისტემა სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში

კანონმდებლობა სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის, ამ სფეროში მოქმედი საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, მათ შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 4. სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის პრინციპები

1. მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სამოყვარულო და სპორტული ნადირობისათვის ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს გასცემენ:

ა) სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში (გარდა გადამფრენი ფრიველებისა) - ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელები, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ბ) სამონადირეო მეურნეობის გარეთ, სხვა ტერიტორიების ფარგლებში (აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში (კანონით დადგენილ შემთხვევებში), საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში) -სამინისტრო.

2. ლიცენზიის გაცემისას გათავლისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სანადირო ტერიტორია ემიჯნება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ნადირობის დაწყებისათვის მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში მოსავალი აღებული უნდა იქნეს.

3. სამონადირეო მეურნეობის გარეთ, სხვა ტერიტორიების ფარგლებში ნადირობა რეგულირდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით „აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესის შესახებ”.

4. სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიექტების ყველა სახეობაზე, გარდა გადამფრენი ფრიველებისა (მწყერი, მტრედი, ქედანი, გვრიტი, გოჭა (დუპელი), ჩიბუხა (ბეკასი), ღალღა, ჭაობის ქათამი, ჭყინპო (გარშნეპი), ტყის ქათამი, ბატი, იხვი, მელოტა) სამოყვარულო და სპორტული ნადირობისათვის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები გაიცემა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელების მიერ.

5. სამონადირეო მეურნეობის გარეთ, სხვა ტერიტორიების ფარგლებში გადამფრენ ფრინველებზე სამოყვარულო და სპორტული ნადირობისათვის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ რეგიონალური სამსახურების მიერ, რომლის ტერიტორიაზეც იწარმოებს ნადირობა, წინასწარ დადგენილი კვოტის ფარგლებში, ან გამონაკლის შემთხვევაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტში.

6. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების ფორმა განისაზღვრება დებულებით: "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ".

    მუხლი 5. სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესი

1 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელებს ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები გადაეცემათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

2. ლიცენზიები მათ გადაეცემათ აკინძული და ზონარგაყრილი სახით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რაც აღირიცხება შესაბამის აღრიცხვის ჟურნალში.

3. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) ურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პარამეტრები;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების კონკრეტული (ნებადართული) ჩამონათვალი;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ნადირობისათვის. მათი კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

4. სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში გენერალური ლიცენზიის მფლობელები ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს გასცემენ მათ მიერ დადგენილი საფასურით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.