დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №998 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 998 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 12/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.11.106.006056 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/09/2003 - 29/09/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.11.106.006.056
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №998
2003 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1.გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილე.
2. ქ. თბილისის №5 საპყრობილის ბაზაზე შეიქმნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილება.
3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):
ა) წარმოადგინოს წინადადებები ქ. თბილისის №5 და №1 საპყრობილეების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ბ) ქ. თბილისის №5 და №1 საპყრობილეების რეორგანიზაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოს აღნიშნულ საპყრობილეებში მოთავსებული მსჯავრდებულებისა და პატიმრების გადანაწილება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ქ. თბილისის №5 და №1 საპყრობილეების პირად შემადგენლობას.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „№1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 მარტის №36 ბრძანება.
6. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. კობერიძეს.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები