საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 29/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).004.000152
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-40
23/03/2000
სსმ, 26, 29/03/2000
000000150.01(2).004.000152
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-40 „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/03/2000 - 14/12/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 150.012.004.152

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება 2-40

2000 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ

"სურსათისა და თამბაქოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-14 მუხლებისა და სურსათის სამინისტროს მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ვბრძანებ:

1. მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციამ (ბ-ნი გ. გეწაძე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოს ყველა სახის მარცვლეულისა და მათგან წარმოებული ფქვილის ხარისხის ინსპექტირება;

ბ) მოახდინოს მარცვალსაცავებისა და საწარმოო კორპუსების ჩაწმენდის აქტების განხილვა და მათი დამტკიცება;

გ) განახორციელოს მარცვლეულისა და ფქვილის ლაბორატორიულ-საანალიზო მომსახურება;

დ) ფასიანი მომსახურება განახორციელოს "ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით შემუშავებული "მარცვლეულისა და მარცვალპროდუქტების ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და სხვა შესაბამისი სამუშაოების ტარიფების შემუშავების მეთოდიკითა და სატარიფო განაკვეთებით" (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 23.12.1996 წ.);

ე) მიღებული შემოსავლების აკუმულირება მოახდინოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეცანგარიშზე;

ვ) შემოსავლების ხარჯვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. დაევალოს მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციას (ბ-ნი გ. გეწაძე) წინამდებარე ბრძანება გაატაროს რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამიისტროში "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით და გამოაქვეყნოს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ ნ. დუჩიძეს.

ბ. გულუა