დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 29/03/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000410.01(2).004.000136 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/03/2000 - 05/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.136
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №34
2000 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის დროებითი დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის თანდართული პლანშეტები.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა უზრუნველყოს სასამართლო აღმასრულებლების სამკერდე ნიშნების დამზადება.
ჯ. ხეცურიანი
პლანშეტი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის გერბი
1. გერბი წარმოადგენს გეომეტრიულ ფიგურას. ესაა შუაზე გაყოფილი წრე, ანუ მთელის ორი ნაწილი. თითოეულში მოთავსებულია სასწორის (ე.ი. მართლმსაჯულების სიმბოლოს) ნახევარი. ნახევარსფეროების სფეროდ გამთლიანების (ანუ მართლმსაჯულების განხორციელების) შემთხვევაში სასწორიც გამთლიანდება. მართლმსაჯულების განხორციელება (ე.ი. სხვაგვარად აღსრულება, დასრულება, გამთლიანება) კი სააღსრულებო სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა.
2. ნახევარსფეროებს შორის მოთავსებულია ხმალი, რომელიც ერთგვარად აკავშირებს მათ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო აღმასრულებლებს გარკვეული, სამართლიანი ძალისხმევის გამოვლენა ესაჭიროებათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
3. ნახევარსფეროები ზის რომბის ფორმის, ისრებით დაბოლოებულ ერთგვარ ჩარჩოში, რომელიც თავის მიმართულებით კიდევ უფრო აძლიერებს პირველად იდეას, ანუ ორი ნახევარსფეროს ერთმანეთთან შეერთების აუცილებლობას.
4. გერბის ფერია მუქი ლურჯი.
![]() |
პლანშეტი №2
სასამართლო აღმასრულებელთა სამკერდე ნიშნები
1. რაიონული სააღსრულებო ბიუროს უფროსისათვის – ლითონის ოქროსფერი სააღსრულებო სამსახურის ემბლემა მკერდზე სამაგრით. ზომა 30/30 მმ.
![]() |
2. სასამართლო აღმასრულებლისათვის – ლითონის ვერცხლისფერი სააღსრულებო სამსახურის ემბლემა მკერდზე სამაგრით. ზომა 30/30 მმ.
![]() |
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები