მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ

  • Word
მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 21/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 470010010.22.024.007080
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/135
16/02/2005
სსმ, 20, 21/02/2005
470010010.22.024.007080
მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/02/2005 - 30/06/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.024.007.080

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1-1/135, №49/ნ, №2-17

2005 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ

„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად და მანიპულირებისა და ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების დადგენის მიზნით, ვბრძანებთ:

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ დაიშვას ალკოჰოლიანი (მათ შორის ლუდის, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.15 გრადუსს) სასმელებით სავაჭრო გარიგებების განხორციელება (გარდა ჩამოსასხმელი ღვინისა) სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსებიდან, რომლებიც შედგება ამ მიზნისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისაგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომელთა საქმიანობის ძი-რითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს.

2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ დაიშვას თამბაქოს პროდუქციით სავაჭრო გარიგებების განხორციელება სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსებიდან, რომლებიც შედგება ამ მიზნისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისაგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომელთა საქმიანობის ძირითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

4. ბრძანება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2005 წლის პირველი მარტიდან.

5. ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს    2005 წლის აპრილიდან.

ა. ალექსიშვილი

ლ. ჭიპაშვილი

მ. სვიმონიშვილი