„მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №1-1/135, №49/ნ, №2-17 ერთობლივი ბრძანების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1833
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 87, 22/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 0000000.00(0).000.000000
  • Word
1833
30/06/2005
სსმ, 87, 22/07/2005
0000000.00(0).000.000000
„მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №1-1/135, №49/ნ, №2-17 ერთობლივი ბრძანების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2005 წლის 16 თებერვალს გამოსცეს №1-1/135, №49/ნ, №2-17 ერთობლივი ბრძანება „მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ალკოჰოლიანი სასმელებითა და თამბაქოს პროდუქციით ვაჭრობის სპეციალურ წესებს.

საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. დასახელებული ბრძანება კი არ შეესაბამება ალკოჰოლიანი სასმელებითა და თამბაქოს პროდუქციით ვაჭრობის სფეროში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს და ადგენს ახლებურ სამართლებრივ რეგლამენტაციას, რაც სცილდება აღნიშნული სამინისტროების კომპეტენციას და კანონის ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების რეგულირების სფეროა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ნაწარმის კონტროლისათვის დამატებითი მოთხოვნები უნდა აისახოს „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (რომლის მოქმედება შეჩერებულია და რომელიც სქემატურად არეგულირებს თამბაქოს პროდუქციით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს) და კომპლექსურად ამოქმედდეს მისი ამოქმედებისთანავე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 202-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად შეაჩეროს „მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №1-1/135, №49/ნ, №2-17 ერთობლივი ბრძანების მოქმედება „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და ბრძანებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტების მიღებამდე.

2. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად შეიმუშაოს და 2005 წლის საშემოდგომო სესიაზე წარმოადგინოს სათანადო საკანონმდებლო ინიციატივები.

3. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1833–რს