საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №9 „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 27 მაისის №34 ბრძანებაში „საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 24/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 25/02/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000430.01(2).004.000095
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9
24/02/2000
სსმ, 15, 25/02/2000
000000430.01(2).004.000095
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №9 „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 27 მაისის №34 ბრძანებაში „საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/02/2000 - 27/11/2000)

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №9 „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 27 მაისის №34 ბრძანებაში „საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.012.004.095

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება 9

2000 წელი 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 27 მაისის №34 ბრძანებაში "საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" მე-6 მუხლის საფუძველზე, ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის "სახელმძღვანელო სამტავრობო მოხელეებისა და გადამზიდავებისათვის კონფერენციის მრავალმხრივი ქვოტების გამოყენების თაობაზე", ECMT/CM(95) 4 Final, ECMT/CM(96) 5/Annex 1 (მწვანე და უსაფრთხო) ევროსაბჭოს დირექტივების (96/96 EC); 71/320 EEC; 91/422 EEC შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 27 მაისის

№34 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ "საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულებაში"

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით ვბრზანებ:

ბრძანების მე-2 პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნას:

– ელენე შატბერაშვილი – საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.

 – ლიანა გოგოლაშვილი – საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი – კომისიის მდივანი.

2. საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულების:

ა) მე-2.2 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 "2.2. ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვები გაიცემა კომისიის მიერ ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სათანადო წერილობითი განაცხადისა და "მწვანე" სატვირთო ავტომობილისათვის დადგენილი, "მწვანე და უსაფრთხო" სატვირთო ავტომობილის გამონაბოლქვისა და ხმაურის ტენიკურ ნორმებთან შესაბამისობის, "მწვანე და უსაფრთხო" სატვირთო ავტომობილების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის, საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატების, აგრეთვე ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის რეზოლუციებით და დირექტივებით გათვალისწინებული საბუთების საფუძველზე".

ბ) მე-2.3. პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 "ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მმართველობის სფეროში მყოფი შესაბამისი საწარმო, კომისიის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე".

გ) მე-2.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 "2.5. კომისიას შეუძლია ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემაზე უარი თქვას, თუ:

ა) წარმოდგნილი საბუთები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) მაძიებელს არ გააჩნია საიმედო რეპუტაცია, ჩამორთმეული ჰქონდა ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვა დარღვევების გამო და ჩამორთმევიდან არ გასულა ორი წელი".

დ) მე-3.5.; მე-3.6. და მე-3.8. პუნქტებში სიტყვა "მგზავრობა" შეიცვალოს სიტყვით "გადაზიდვა".

მ. ადეიშვილი