„ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
„ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 07/04/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 14/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000300.01(2).003.000521
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
02/04/1999
გამოუქვეყნებელი, 0, 07/04/1999
000000300.01(2).003.000521
„ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/04/1999 - 10/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                   300.012.003.521

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის ბრძანება №31

1999 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

 

„წიაღის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონის  (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №16) 30-ე მუხლის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმის შესრულების მიზნით

ვბრძანებ:

I. დამტკიცდეს თანდართული დებულება “ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიების შესახებ”.

II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანი­დან მე-20 დღეს.

III. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბა­მი­სად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.

ნ. ჩხობაძე

 დებულება

ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების რეგიონალური საექსპორტო კომისიების დებულება გამოიცა “წიაღის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე.

    მუხლი 2. დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს კომისიის შექმნისა და მუშაობის წესს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის, გაუქმების ან შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

    მუხლი 3. დებულების მიზნები და ამოცანები

დებულების მიზანია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სწორედ და ობიექტუ­­რად წარმართოს კომისიების მუშაობა. ხელი შეუწყოს მათ შესაბამისი გადაწყვეტი­ლე­ბის მიღებაში.

თავი II

უფლებები და ვალდებულებები წიაღით სარგებლობის ლიცენზირების სფეროში

    მუხლი 4. უფლებები

1. კომისიას უფლება აქვს:

ა) სხდომა დაიწყოს, თუ მას ესწრება წევრთა ორი მესამედი;

ბ) შესაბამისი მსჯელობის შემდეგ მიიღოს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება;

გ) ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს, შეზღუდოს ან შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) წინასწარ გაეცნოს მასალებს განსახილველი საკითხების ირგვლივ;

ბ) განსახილველ საკითხებზე როგორც სპეციალისტმა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გამოთქვას აზრი და მიაწოდოს კომისიას წინადადებები;

გ) აზრის გამოსათქმელად და წინადადებების წამოსაყენებლად თითოეულ საკითხზე ისარგებლოს არა უმეტეს ათწუთიანი რეგლამენტით.

3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომლებიც გააჩნიათ კომისიის წევრს;

ბ) თავისი უფლებების განხორციელება დაავალოს თავის მოადგილეს.

    მუხლი 5. ვალდებულებები   

1.  კომისია ვალდებულია:

ა) დღის წესრიგი გამოაცხადოს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე და მასში შეტანილი საკითხების შესახებ აცნობოს ყველა წევრს და მოწვეულ სპეციალისტებს.

2.  კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) რეგულარულად დაესწროს კომისიის სხდომებს და განსახილველ საკითხებზე გამოთქვას თავისი, როგორც სპეციალისტის აზრი.

თავი III

ლიცენზიის გაცემის პრიცედურა

    მუხლი 6. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ორგანო

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ლიცენზიას გასცემს და ჩამოართმევს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური სამმართველოები.

მუხლი  7. 

წიაღით სარგებლობის ლიცენზა გაიცემა კონკურსით ან აუქციონით. კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესს განსაზღვრავს დებულება “კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ”.

მუხლი  8. განაცხადი

წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მსურველმა სამინისტროს უნდა მიმართოს განაცხადით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მოცემულია “წიაღის შესახებ” კანონის მე-17 მუხლში.

    მუხლი 9.

კომისიას სხდომაზე საკითხის განხილვისას საკითხის მომამზადებელი ჯგუ­ფის ხელმძღვანელმა უნდა წარადგინოს საკითხის ირგვლივ დეტალური მოხსენე­ბითი ბარათი და კომისიას გადაწყვეტილების პროექტი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების პრეტენდენტის განცხადება ლიცენზიის მიღების თაობაზე.

კომისიას გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ორმა მესამედმა. თანადროულად ოქმში უნდა დაფიქსირდეს ნებისმიერი წევრის გადაწყვეტილებაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან განსხვავებული აზრი.

თავი IV

კონტროლი ლიცენზიის პირობების შესრულებაზე

 

მუხლი  10. კონტროლი

ლიცენზიის გაცემის შემდეგ ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება “წიაღის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი  11. გაუქმება

კომისია საკონტროლო და საზედამხედველო უწყებების მიერ წარმოდგენილი მასა­ლე­ბის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების, შეჩერების ან შეზ­ღუდ­ვის თაობაზე.

თავი V

პასუხისმგებლობა კომისიის დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის

მუხლი  12.

კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად თუ ფარულად არღვევს ამ დებულებას, ბათილია.

თავი VI

ცვლილებები და დამატებები

მუხლი  13.

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მინისტრის ბრძანებით.