საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთაში საგადასახადო, საბაჟო ორგანოებისა და საგანგებო ლეგიონის ურთიერთმოქმედების შესახებ

  • Word
საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთაში საგადასახადო, საბაჟო ორგანოებისა და საგანგებო ლეგიონის ურთიერთმოქმედების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 29/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 200250000.11.114.004552
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
532
18/12/2000
სსმ, 123, 29/12/2000
200250000.11.114.004552
საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთაში საგადასახადო, საბაჟო ორგანოებისა და საგანგებო ლეგიონის ურთიერთმოქმედების შესახებ
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2000 - 13/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.552

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №532

2000 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საგადასახადო და საბაჟო სფეროში  ჩადენილი სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთაში საგადასახადო, საბაჟო ორგანოებისა და საგანგებო ლეგიონის ურთიერთმოქმედების შესახებ

საქართველოს კანონის 2000 წლის 28 ივნისის №432-IIს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულების “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად, საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთაში საგადასახადო, საბაჟო ორგანოებისა და საგანგებო ლეგიონის ურთიერთმოქმედების გაუმჯობესების   მიზნით, ვბრძანებ:

1. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, ტერიტორიულმა საგადასახადო ინსპექციებმა და მსხვილგადამხდელთა ინსპექციამ შემოწმების აქტები და მასალები, რომელშიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,  დაფიქსირებულია გადასახადების დიდი ოდენობით დამალვა-შემცირების ნიშნები, კოდექსის 256-ე  მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 5 დღის ვადაში გადაუგზავნოს საგანგებო ლეგიონს.

2. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სისტემატურად მიაწოდოს საგანგებო ლეგიონს გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის ფორმები, სრული ინფორმაცია გადამხდელზე გაცემული დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადების შესახებ.

3. საგანგებო ლეგიონის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე  საგადასახადო დეპარტამენტმა, ტერიტორიულმა საგადასახადო ინსპექციებმა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ მიაწოდოს საგანგებო ლეგიონს  სრული ინფორმაცია დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების შესახებ, რომლითაც განხორციელებულ იქნა ჩათვლა ამ გადასახადში, ასევე შეუფერხებლად გასცენ გადამხდელებზე იდენტიფიცირებული ინფორმაცია.

4. საგანგებო ლეგიონის მიერ საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საგანგებო ლეგიონის შესაბამისი  ქვედანაყოფის უფროსმა  იურიდიული თუ ფიზიკური პირის  ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების შესახებ, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შეტყობინება გაუგზავნოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას.

5. საგანგებო ლეგიონისაგან შეტყობინების მიღებისთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციამ, საგანგებო ლეგიონის შესაბამის ქვედანაყოფთან ერთად,  მოახდინოს შეტყობინებაში მითითებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმება და შემოწმების შედეგები აცნობოს საგანგებო ლეგიონს, მიუხედავად იმისა, დადასტურდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო საგადასახადო სფეროში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, შედგენილი აქტი უნდა გადაუგზავნოს საგანგებო ლეგიონს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

6. საბაჟო გაფორმების დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო გადასახადი 800 ლარზე ზევით დამალვა-შემცირების აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო ორგანოებმა მასალები 3 დღის ვადაში გადაუგზავნონ  საგანგებო ლეგიონს.

7. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ოპერატიულად მიაწოდოს საგანგებო ლეგიონს მონაცემები საქართველოში საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესახებ სრული ინფორმაცია.

8. საგანგებო ლეგიონის მიერ საბაჟო სფეროში სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საგანგებო ლეგიონის შესაბამისი ოპერატიული ქვედანაყოფის უფროსის მოთხოვნის საფუძველზე საგანგებო ლეგიონის შესაბამისმა ქვედანაყოფმა საბაჟო ორგანოებთან ერთად განახორციელოს საქართველოში საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შემოწმება.

9. ბრძანებას გაეცნონ საგადასახადო, საბაჟო ორგანოებისა და  საგანგებო ლეგიონის მოსამსახურეები.

10. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

მ. მაჭავარიანი