საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №34 კერძო საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №34 კერძო საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 01/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).004.000076
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
34
14/02/2000
სსმ, 17, 01/03/2000
000000190.01(2).004.000076
საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №34 კერძო საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (01/03/2000 - 10/02/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

            190.012.004.076

საქართველოს განათლების მინისტრის

 ბრძანება 34

2000 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

კერძო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

"სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" (1999 წ. 14 მაისი) საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს "დებულება კერძო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზიის ფორმის შესახებ".

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. მათიაშვილს.

ა. კარტოზია

დებულება

კერძო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზირების ფორმის შესახებ

I. ზოგადი დებულება

1. კერძო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებას, რომელმაც გაიარა ლიცენზირება განათლების სამინისტროს მუდმივმოქმედ სალიცენზიო კომისიაში, სალიცენზიო კომისიის მდივანი გადასცემს სათანადოდ შევსებულ დადგენილი ფორმის ლიცენზიას (დანართი 1).

2. ლიცენზიის ფორმა, მისი მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და პირობები განისაზღვრება "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის, "საგანმანათლებლო (სააღმზრედელო) დაწესებულების ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და პირობების დამატებითი ნუსხისა" და ამ დებულების შესაბამისად.

II. ლიცენზიის ფორმა

1. ლიცენზიას მიეკუთვნება უწყებრივი სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შესაბამისად გატარდება უწყებრივ რეესტრში.

2. უწყებრივი სარეგისტრაციო ნომრის განსაზღვრა ხდება დანართ 2-ში მოყვანილი წესის მიხედვით.

3. ლიცენზიაში მიეთითება მისი გაცემის თარიღი, სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელმაც გასცა ლიცენზია, ლიცენზიის მიმღები პირი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც არის გაცემული ლიცენზია, აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, სპეციალობები, რომელშიც მოხდება სტუდენტთა, მოსწავლეთა მომზადება, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში სწავლების ფორმა და დაწესებულების მისამართი.

4. ლიცენზიას ხელს აწერს სალიცენზიო კომისიის თავმჯდომარე. ხელმოწერები დასტურდება სამინისტროს გერბიანი ბეჭდით.

III. ლიცენზიის გაცემის პირობები

1. ლიცენზიის გაცემის შესახებ სალიცენზიო კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში სალიცენზიო კომისიას ევალება გასცეს შევსებული ფორმა დასკვნის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში.

2. ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში განათლების სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია გასცემს ლიცენზიის ასლს ახალი უწყებრივი სარეგისტრაციო ნომრით, ხოლო ძველი ნომერი უქმდება, რის შესახებ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა უწყებრივ რეესტრში და იგზავნება შეტყობინება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოში.

3. მონაცემები ასლის გაცემისა და ძველი ლიცენზიის გაუქმების შესახებ მიეწოდება "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს".

 

დანართი 1

ლ ი ც ე ნ ზ ი ა

სარეგისტრაციო ---------------------------------

------------------------------------------------------

გაცემის თარიღი

______________________________________________________________________________________

                                       სახელმწიფო ორგანიზაციის დასახელება

მისცა ეს ლიცენზია

_______________________________________________________________________________________

                                      იურიდიული პირის დასახელება

მასზე, რომ მას აქვს უფლება აწარმოოს

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ პროგრამა

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სტატუსით

საგანმანათლებლო (საღმზრდელო) დაწესებულების სრული დასახელება და სტატუსი

 

შემდეგი სპეციალობებით:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

                                                სპეციალობათა ჩამონათვალი

----------------------------------------- სწავლების ფორმით.

 

საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების მისამართია:

-----------------------------------------------------------------------------------------------

საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების მისამართი

სალიცენზიო კომისიის თავმჯდომარე:

სერია ----------------------------------------

-----------------------------------------------

დანართი 2

სარეგისტრაციო ნომრის შედგენის წესი

საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების რეგისტრაციისათვის გამოიყენება 8 ციფრისგან შემდგარი შიფრი. მათ შორის:

1. პირველი ორი ციფრი არის ლიცენზიის დამტკიცების წლის ბოლო ორი ციფრი;

2. შემდეგი ციფრი ასე შეირჩევა: თუ იხსნება თვით საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულება, მას მიენიჭება ციფრი 0, ფილიალს – 1, სპეციალობას – 2, სხვა ქვეგანაყოფს – 3;

3. მეოთხე ციფრი შიფრავს საგანმანათლებლო პროგრამას:

1 – სკოლამდელი,

2 – აღმზრდელობითი,

3 – ზოგადი,

4 – პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი,

5 – საშუალო-პროფესიული,

6 – უმაღლესი-პროფესიული.

4. მეხუთე ციფრი შიფრავს მე-3 პუნქტში მოყვანილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების სტატუსს:

1-ლი პროგრამისათვის:  1 – ბაგა,

                                           2 – საბავშვო ბაღი,

                                           3 – ბაგა-ბაღი;

მე-2 პროგრამისათვის:    1 – მოსწავლეთა სახლი,

                                           2 – წრეები,

                                           3 – სხვა დაწესებულებები;

მე-3 პროგრამისათვის:    1 – დაწყებითი სკოლა,

                                           2 – საბაზო სკოლა,

                                           3 – საშუალო სკოლა,

                                           4 – ლიცეუმი,

                                           5 – გიმნაზია;

მე-4 პროგრამისათვის:    1 – სახელობო მომზადების დაწესებულება,

                                           2 – დაწყებითი-პროფესიული მომზადების სკოლა;

მე-5 პროგრამისათვის:    1 – საშუალო-პროფესიული მომზადების სკოლა,

                                           2 – ტექნიკუმი,

                                           3 – კოლეჯი;

მე-6 პროგრამისათვის:    1 – ბაკალავრის საფეხურის უმაღლესი სასწავლებელი,

                                           2 – მაგისტრის საფეხურის უმაღლესი სასწავლებელი,

                                           3 – ორსაფეხურიანი უმაღლესი სასწავლებელი,

                                           4 – ხუთწლიანი უმაღლესი სასწავლებელი,

                                           5 – უმაღლესისშემდგომი უმაღლესი სასწავლებელი,

                                           6 – უმაღლესი და უმაღლესისშემდგომი სასწავლებელი;

5. ბოლო სამი ციფრი რეგისტრაციის მიმდინარე ნომერია.