დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №64 „სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 17/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.007068 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/02/2005 - 29/11/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.007.068
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №64
2005 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი 1);
ბ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესი (დანართი 2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 14 თებერვლის №34 ბრძანება ,,კერძო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2000 წ., №17, მუხ. 151)
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
დანართი 1
სალიცენზიო მოწმობა
სარეგისტრაციო № სერია
ლიცენზიის გამცემის დასახელება
მისცა ეს ლიცენზია
იურიდიული პირის დასახელება
მასზე, რომ მას აქვს უფლება განახორციელოს
----------------------------------------------------------------------------------------------პროგრამა
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება
----------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------სტატუსით
ლიცენზირებული დაწესებულების სრული დასახელება და სტატუსი
ჩამოთვლილ საქმიანობაში – სპეციალობაში
------------------------------------------------------------------------------------------ჩამონათვალი
---------------------------- სწავლების ფორმით
იურიდიული პირის მისამართი:----------------------------------------------------------------------
სასწავლო დაწესებულების მისამართი:--------------------------------------------------------------
ლიცენზირებისა და აკრედიტაციის
დეპარტამენტის უფროსი
გაცემის თარიღი --------------------
№ ---------------------------------------------
დანართი 2
სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესი
ლიცენზირებული დაწესებულების სარეგისტრაციო ნომრის:
1. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს კალენდარული წლის ბოლო ორ რიცხვს.
2. მესამე ციფრით განისაზღვრება ლიცენზირებული დაწესებულების სახე: ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულება აღინიშნება 0-ით, ფილიალი – 1-ით, სპეციალობის დამატება – 2-ით აღმზრდელობითი დაწესებულებები – 3-ით.
3. მეოთხე ციფრი აღნიშნავს საგანმანათლებლო პროგრამას:
1 – სკოლამდელი აღზრდის;
2 – აღმზრდელობითი (მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ.);
3 – ზოგადსაგანმანათლებლო;
4 – დაწყებითი პროფესიული;
5 – საშუალო პროფესიული;
6 – უმაღლესი.
4. მეხუთე ციფრი აღნიშნავს მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი ლი-ცენზირებული დაწესებულების სტატუსს:
1-ლი პროგრამისათვის – სკოლამდელი აღზრდის სასწავლო დაწესებულებებს;
მე-2 პროგრამისათვის – აღმზრდელობით დაწესებულებებს;
მე-3 პროგრამისათვის – ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებები;
მე-4 პროგრამისათვის – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
მე-5 პროგრამისათვის – საშუალო პროფესიული სასაწავლო დაწესებულებები;
მე-6 პროგრამისათვის – უმაღლესი და უმაღლესის შემდგომი სასწავლო დაწესებულებები.
5. ბოლო სამი ციფრი რეესტრის სარეგისტრაციო ნომრებია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები