დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 02/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.11.101.006546 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/07/2004 - 10/06/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.546
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №105
2004 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ
სასწავლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობის შეცვლის აუცილებლობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავება განათლების სისტემის რეფორმის არსებითი ნაწილია, სახელმძღვანელოთა რეგულირების სფეროში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დასამკვიდრებლად, განათლების სფეროში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების აღმოსაფხვრელად, იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოთა საკონკურსო კომისიის მიერ 1999 წლის შემდეგ კონკურსზე წარმოდგენილმა სახელმძღვანელოებმა გაიარეს ექსპერტიზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის” დებულების მე-2 მუხლის თანახმად, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოების ნუსხა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2. გაუქმებულია „დამხმარე სახელმძღვანელოს” გრიფი.
3. ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების პედსაბჭო და სამეურვეო საბჭო ერთობლივად ამტკიცებს მასწავლებლების მიერ სასწავლო საგნების მიხედვით შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოების ფარგლებში. ნუსხით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შეცვა ან ახლის დამტკიცება სასწავლო წლის განმავლობაში დაუშვებელია.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის საჯაროობას, რომლის დამოწმებულ ასლს უგზავნიან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა.
5. დაუშვებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ნებისმიერი სახის მითითების ან რჩევის მიცემა სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევის შესახებ.
6. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების ნაშრომები არ შედიან ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოების ჩამონათვალში.
7. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №636 „სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის დებულების თაობაზე”.
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები