სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემისათვის დებულების თაობაზე

  • Word
სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემისათვის დებულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 636
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 121, 25/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 430160000.11.101.004529
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
636
01/12/2000
სსმ, 121, 25/12/2000
430160000.11.101.004529
სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემისათვის დებულების თაობაზე
საქართველოს განათლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2000 - 02/07/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.160.000.11.101.004.529

საქართველოს განათლების მინისტრის

ბრძანება №636

2000 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ყველა ტიპის საშუალო ზგადსაგანმანათლებლო დაწეებულების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემისათვის დებულების თაობაზე

განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დებულება სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემისათვის.

2. ნორმატიული ქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5 უნქტის შესაბამისად, ეს ბრძანება და დებულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მცნეში”.

3. დებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნეისთანავე.

ალ. კარტოზია

დ ე ბ ლ ე ბ ა

სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემისათვის

წინამდებრე დებულება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებრე დებულება წარმოადგენს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების შერჩევის, აპრობაციისა და მათთვის გრიფის დაამტიცა საქართველოს განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოდ” მინიჭების წესს.

2. განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმძღვანელოების შერჩევა, აპრობაცია და მათთვის გრიფის დაამტკიცა საქართველოს განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოდ” მინიჭება მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა.

3. გრიფი დაამტკიცა საქართველოს განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოდ” საქართველოს განათლების მინისტრის მიერ მიენიჭება მხოლოდ საკონკურსო წესით შერჩეულ სახელმძღვანელოებს ველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

4. თუ საკონკურსო საფუძველზე გრიფმინიჭებული ერთი და იმავე დასახელების სახელმძღვანელოების რაოდენობა ორს მიაღწევს, მოქმედ სახელმძღვანელოს, რომლის საპროექტო განაცხადი არც ერთ კონკურსზე არ წარმოდგენილა, ან წარმოდგენილა და არ მოუპოვებია გამსლი ქულა, ერთმევა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს” სტატუსი და განუახლდება მხოლოდ საკონკურსო საფუძველზე.

5. სასწავლო გეგმის სისტემური რეფორმის შემთხვევაში, ადრინდელ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოს ერთმევა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს სტატუსი და განუახლდება მხოლოდ რეფორმირებულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებულ კონკურსში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში.

6. სახელმძღვანელოების შერჩევის, აპრობაციისა და დამტკიცების მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია (სსკ). სახელმძღვანელოების საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის რეგლამენტი მოცემულია 1 დანართში.

    მუხლი 2. კონკურსის ჩატარების წესი

1. ძველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნით, სსკ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით აცხადებს ღია კონკურსს.

2. პროცესუალური ეტაპები და თითოეულ საკონკურსო ეტაპზე წარმოსადგენი სააპლიკაციო ფორმა განისაზღვრება კონკრეტული კონკურსის პირობებით.

3. კონკუსზე წარმოსადგენი საექსპერტიზო მასალების ნუსხა მოიცავს:

ა. სახელმძღვანელოს ტექსტს (სრულად ან ნაწილს, კონკრეტული კონკურსის პირობების მიხედვით);

ბ. წიგნის კონცეფციას;

გ. სახელმძღვანელოში შეტანილი საკითხების ჩამონათვალს საათების სავარაუდო განაწილებით;

დ. სარეკომენდაციო წიგნს მასწავლებლისათვის.

4. საკონკურსოდ შემოსულ ველა ნიმუშს განიხილავს სსკ და გადასცემს საგნობრივი ექსპერტების გუფებს. ექსპერტების გუფების შედგენა წარმოებს სსკ-ს დადგენილი საექსპერტო გამოკითხვის  წესით, რომელიც ცხადდება საარდ.

5. ექსპერტების რაოდენობა თითოეულ სახელმძღვანელოსათვის და ექსპერტთა გუფის მუშაობის წესს განსაზღვრავს სსკ.

6. ექსპერტები საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებული პარამეტრების მიხედვით აფასებენ საკონკურსო მასალას და ხელმოწერით დადასტურებულ წერილობით დასკვნას წარუდგენს სსკ-ს. ექსპერტიზის ვადები განისაზღვრება კონკრეტული კონკურსის პირობებით.

7. ექსპერტთა გუფები ახდენენ წარმოდგენილი სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნების რანგირებას და წერილობით დასკვნას წარუდგენენ სსკ-ს. სსკ ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, ავლენს გამარვებულ მონაწილეებს. იმ შემთხვევაში, თუ სსკ აღმოაჩენს დარღვევას და ამის გამო ეჭვს შეიტანს ექსპერტიზის ობიექტურობაში, ან კომისიის წევრი არ დაეთანხმება ექსპერტთა გუფის გადაწვეტილებას, სსკ რანგირების საკითხს განიხილავს ექსპერტებთან ერთად. თუ ამის შემდეგაც ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, სადაო მასალები საქართველოს განათლების მინისტრის მიერ დამატებითი ექსპერტიზისთვის გადაეცემა დამოუკიდებელ ექსპერტს, რომლის დასკვნის გათვალისწინებითაც იგი მინიტრი იღებს საბოლოო გადაწვეტილებას.

8. კონკურსის საბოლოო შედეგებს სსკ აცხადებს სააროდ. აპელაციის პროცედურა და მისი ვადები განისაზღვრება კონკრტული კონკურსის პირობებით.

9. საკონკურსო მასალები, კონკურსის შედეგის მიუხედავად, ექსპერტთა შეფასებისა და სსკ-ს დასკვნითურთ ინახება საქართველოს განათლების სამინიტროს არქივში.

    მუხლი 3. ძირითადი საკონკურსო მოთხოვნები:

1. ნორმატიული

სახელმძღვანელოების საკონკურსო კომისია ექსპერტიზაზე არ დაუშვებს სახელმძღვანელოს”, თუ დედანი ან მზა წიგნი:

ა. ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებების კონვენციისა და ადამიანის უფლებების საოველთაო დეკლარაციის მოთხოვნებს;

ბ. ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. პროგრამული

პროგრამა, რომელსაც საკონკურსო ნუსხით გათვალისწინებულ კონკრეტულ საგანში წარმოდგენილი დედანი ან წიგნი ეფუძნება, უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო-საგანმანათლებლო სტანარტს ამ საგანში;

3. ენობრივი

სახელმძღვანელოს ტექსტი უნდა იოს დაწერილი გამართული მოსწავლისათვის გასაგები ენით, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;

4. პოლიგრაფიული

სახელმძღვანელოების კონკურსზე წარმოდგენილი წიგნი უნდა შეესაბამებოდეს ველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის კონკურსის პირობებით გათვალისწინებული პოლიგრაფიულ, ესთეტიკურსა და პრაქტიკულ ნორმებს.

    მუხლი 4. საკონკურსო სახელმძღვანელოების აპრობაციის პროცედურა (წესი)

1. საკონკურსო სახელმძღვანელოების აპრობაციის რეგლამენტი განისაზღვრება კონკრეტული კონკურსის პირობებით.

2. საკონკურსო სახელმძღვანელო იგზავნება განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ სკოლებში და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გადის აპრობაციას; მას აუცილებლად უნდა ახლდეს მასწავლებლისათვის განკუთვნილი ავტორისეული სარეკომენდაციო მასალა.

3. თუ გამომცემლობა სააპრობაციო ტირაჟს სასწავლო წლის დაწებამდე სამი კალენდარული კვირით ადრე არ წარმოადგენს, სახელმძღვანელო იხსნება აპრობაციიდან და განმეორებით პროცედურაზე დაიშვება მხოლოდ შემდეგ კონკურსში გამარვების შემთხვევაში.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რაოდენობას და ნუსხას, რომლებშიც ტარდება სახელმძღვანელოების აპრობაცია, ამტკიცებს განათლების მინისტრი.

5. ერთ სასწავლებელში შეიძლება ჩატარდეს ერთი და იმავე დასახელების მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს აპრობაცია.

6. აპრობაციის ჩატარების ორგანიზაციას უზრუნველოფს საქართველოს განათლების სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისა და საკუთარი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

7. ავტორთა რეკომენდაციების გათვალისწინებით განათლების სამინისტრო უზრუნველოფს სასწავლო წლის დაწებამდე ერთი კალენდარული კვირით ადრე მოსამზადებელი სემინარების ჩატარებას იმ მასწავლებელთათვის, რომლებსაც დაევალათ აპრობაციის ჩატარება.

8. აპრობაციისათვის შერჩეული სასწავლო დაწესებულება და პედაგოგი აპრობაციის დასრულების შემდეგ შეაფასებს სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნს სააპრობაციო პარამეტრების მიხედვით და დასკვნის სახით წარუდგენს სსკ-ს. სააპრობაციო პარამეტრებს შეიმუშავებს საგნობრივ ექსპერტთა გუფი და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.

9. აპრობაციის შემდეგ გამოთქმული რეკომენდაციებისა და შენიშვნების საფუძველზე გადამუშავებულ (თუ გამომცემლობა საჭიროდ მიიჩნევს გადამუშავებას) სახელმძღვანელოს გამომცემლობა, კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ვადაში, წარუდგენს საკონკურსო კომისიას. სახელმძღვანელოს უნდა დაერთოს გამომცემლობის წერილი, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომელი რეკომენდაციები და შენიშვნები იქნა გათვალისწინებული, რომელი არ იქნა გათვალისწინებული  და რატომ და პირვანდელი ტექსტის რომელი ნაწილი შეიცვალა.

10. წარმოდგენილი სახელმძღვანელოები დასკვნებთან ერთად გადაეცემა ექსპერტთა გუფს. ექსპერტები სააპრობაციო პარამეტრების მიხედვით შეფასებულ სახელმძღვანელოებს წერილობით დასკვნასთან ერთად წარუდგენენ სსკ-ს.

11. აპრობაციის შედეგად შერჩეულ სახელმძღვანელოს მიენიჭება გრიფი დაამტკიცა განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოდ”.

12. თუ ავტორი, ან გამომცემლობა, საჭიროდ მიიჩნევს გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანას, სახელმძღვანელო მიიჩნევა განახლებულად, ერთმევა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს სტატუსი და განუახლდება მხოლოდ საკონკურსო საფუძველზე.

დებულება ძალაშია გამოქვენების თარიღიდან.

 

 

დანართი 1

სახელმძღვანელოთა საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმძღვანელოების შერჩევის, აპრობაციისა და დამტკიცების მიზნით განათლების სამინისტროსთან იქმნება სახელმძღვანელოების საკონკურსო კომისია სსკ.

2. კომისიის წევრებს საქართველოს განათლების მინისტრთან ინდივიდუალური წესით წარადგენს განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების სამმართველოს უფროსი; კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს განათლების მინისტრი. სსკ-ს თავმდომარეს ნიშნავს მინისტრი.

3. სსკ-ს შედგება შვიდი წევრისგან, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს:

2 წევრი – განათლების სამინისტროს აპარატი

2 წევრი – საგანმანათლებლო პროფილის დაწესებულებები

2 წევრი – საგანმანათლებლო პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები

2 წევრი – დონორი ორგანიზაცია.

4. პირებს, რომლებიც მუშაობენ კონკურსში მონაწილე გმომცემლობებში, ან გამომცემლობების მიერ მოწვეული იქნებიან სახელმძღვანელოების ავტორებად, რედაქტორებად, ან მუშაობენ საკონკურსოდ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს ანალოგიური დასახელების მოქმედი სახელმძღვანელოს გამომცემლობაში, არიან აღნიშნული სახელმძღვანელოს ავტორი, ან რედაქტორი, არ აქვთ უფლება არჩეულ იქნნ სსკ-ს წევრად.

5. საკონკურსო შერჩევებში არ მიიღება იმ პირის განაცხადი (ნებისმიერი ფორმით – ავტორის, გამომცემლის), რომელიც არის სსკ-ს წევრი, ან იო სსკ-ს წევრი განაცხადის შემოტანამდე ერთი წლის განმავლობაში.

6. სსკ უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. გადაწვეტილების მიღებისთვის აუცილებელია ხუთი ხმა.

    მუხლი 2. სსკ-ს უფლება-მოვალეობანი

1. სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნით სსკ აცხადებს ღია კონკურსს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

2. სსკ განსაზღვრავს ცალკეული კონკურსის მოთხოვნებსა და პირობებს, საგნობრვი ექსპერტიზის და აპელაციის პროცედურის ვადებს.

3. სსკ შეიმუშავებს საექსპერტო გამოკითხვის წესს, რომელიც ცხადდება სააროდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

საგნობრივი ექსპერტების გუფები სსკ-ს მიერ კომპლექტდება მხოლოდ საექსპერტო გამოკითხვის შედეგების საფუძველზე.

4. სსკ ამტკიცებს საგნობრივი ექსპერტების გუფების შემადგენლობას.

5. სსკ განსაზღვრავს ექსპერტების რაოდენობას თითოეული სახელმძღვანელოსათვის და ექსპერტთა გუფების მუშაობის წესს.

6. სსკ შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო მასალის შეფასების პარამეტრებს.

7. სსკ განიხილავს საკონკურსოდ შემოსულ ველა ნიმუშს და გადასცემს საგნობრივი ექსპერტების გუფებს.

8. სსკ-ს წარედგინება თითოეული ექსპერტის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი დასკვნა ინდივიდუალური ექსპერტიზის შედეგით.

9. იმ შემთხვევაში, თუ სსკ აღმოაჩენს დარღევას, ან ეჭვს შეიტანს ექსპერტიზის ობიექტურობაში, სსკ საკითხს განიხილავს ექსპერტებთან ერთად. თუ ამის შემდეგაც ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, სადაო მასალები განათლების მინისტრის მიერ დამატებითი ექსპერტიზისათვის გადაეცემა დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლის დასკვნის გათვალისწინებითაც იგი მინისტრი იღებს საბოლოო გადაწვეტილებას.

10. სსკ უფლებამოსილია საკონკურსო პირობებში გამოაცხადოს გამსვლელი ბარიერი, რომელიც შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად მაქსიმალური ამური ქულის 80%-ზე ნაკლები არ უნდა იოს. სსკ ალენს კონკურსის გამარვებულ მონაწილეებს ექსპერტების და ექსპერტთა გუფების მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე და აპრობაციაზე სახელმძღვანელოს დასაშვებად რეკომენდაციით მიმართავს განათლების მინისტრს.

11. სსკ აცხადებს კონკურსის საბოლოო შედეგებს სააროდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

3. აპელაციის პროცედურა

1. სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის პროცედურაში სრული ობიექტურობის დაცვის მიზნითა და საექსპერტო კომისიებისა და აპლიკანტებს შორის დავათა სამართლიანი გადაწვეტისათვის, სახელმძღვანელოების საკონკურსო კომისია იძლევა საექსპერტო შეფასების გაპროტესტების საშუალებას ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ სააპელაციო კომისიებში.

2. სააპელაციო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს აპლიკანტების მიერ საექსპერტო შეფასებების მიღების დღიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.

სააპელაციო კომისიების შემადგენლობა უნდა გამოქვენდეს სააროდ.

3. სააპელაციო კომისიაში შედიან საგნობრივი საექსპერტო გუფის სამი წევრი (საგნობრივი კომისიის ხუთი წევრიდან აპლიკანტმა შეიძლება აცილება მისცეს არა უმეტეს ორისა), ტექნიკური საექსპერტო კომისიის ერთი წევრი და განათლების მინსტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ი.

4. თუ სახელმძღვანელოს არგამსვლელი ქულის მიზეზი ხართაღრიცხვა იო, სააპელაციო კომისიის მუშაობაში დამატებით ერთვება სსკ-ს ერთი წევრი და ფინანსური ექსპერტი.

5. სადაო საკითხის განხილვას შეიძლება დაესწრონ მხოლოდ აპლიკანტი (ან მისი წერილობითი რწმუნებით აღჭურვილი წარმომადგენელი) და სააპელაციო კომისიის წევრები.

აპლიკანტს, იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ესწრება განხილვას, უფლება აქვს დაასწროს პროცედურას საკუთარი ექსპერტი.

6. სააპელაციო კომისია განიხილავს საგნობრივი საექსპერტო გუფის შეფასების ბადეს, აპლიკანტის საგანაცხადო პაკეტს და სააპელაციო განცხადებას. სსკ-ს ტექნიკურ თანამშრომელს ევალება განხილვის პროცესის ოქმის შედგენა. ოქმის ერთი ასლი გადაეცემა აპლიკანტს.

7. განხილვის შემდეგ მინისტრის მიერ დანიშნულ ექსპერტ(ებ)ს გამოაქვ() გადაწყვეტილება, რომლ(ებ)ის გათვალისწინებითაც მინისტრი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

4. აპრობაციის პროცედურა

1. სსკ ამტკიცებს სააპრობაციო პარამეტრებს.

2. სსკ-ს დასკვნის სახით წარედგინება შეფასება სააპრობაციო პარამეტრების მიხედვით აპრობაციისათვის შერჩეული სასწავლო დაწესებულებისა და პედაგოგის მიერ.

3. აპრობაციის შემდეგ გამოთქმული რეკომენდაციებისა და შენიშვნების საფუძველზე გადამუშავებულ (თუ გმომცემლობა საჭიროდ მიიჩნევს გადამუშავებას) სახელმძღვანელოს გამომცემლობა, კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ვადაში, წარუდგენს სსკ-ს. სახელმძღვანელოს თან უნდა დაერთოს წერილი, რომელშიაც უნდა აღინიშნოს, რომელი რეკომენდაციები და შენიშვნები იქნა გათვალისწინებული, რომელი არ იქნა გათვალისწინებული და რატომ და პირვანდელი ტექსტის რომელი ნაწილი შეიცვალა.

4. სსკ წარმოდგენილ სახელმძღვანელოებს დასკვნებთან ერთად გადასცემს ექსპერტთა საბჭოს.

5. სსკ-ს წარედგინება ექსპერტთა საბჭოს მიერ სააპრობაციო პარამეტრებით შეფასებული სახელმძღვანელოების შესახებ საბოლოო დასკვნა.

6. წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე სსკ რეკომენდაციით მიმართავს განათლების მინისტრს სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭების თაობაზე.