დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 09/11/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120240020.11.117.004488 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/11/2000 - 20/09/2002)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.11.007.004.488
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №106/46
2000 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების დარეგულირების მიზნით, ვბრძანებთ:
1. საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამზედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი საბაზრო ფასების გათვალისწინებით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისათვის – 63.4 ლარი;
ბ) კურსანტებისათვის – 66.5 ლარი;
გ) ოფიცრებისა და ზემდეგებისათვის – 59.0 ლარი;
დ) მფინავი შემადგენლობისათვის – 121.4 ლარი;
ე) მეზღვაურებისათვის – 70.0 ლარი;
ვ) წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილებისათვის – 23.5 ლარი;
ზ) სამკურნალო დაწესებულებებში მკურნალობისას – 62.0 ლარი.
2. გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების 1996 წლის 12 ივლისის №178/02 ბრძანება.
ზ. ნოღაიდელი
ი. ჩხარტიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები