დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2000 წლის 6 ნოემბრის №106/46 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 680 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 22/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120240020.22.033.006763 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.033.006.763
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №680 – №1-1/141
2004 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2000 წლის 6 ნოემბრის №106/46 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის, ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 მარტის №108 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებთ:
1. „საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2000 წლის 6 ნოემბრის №106/46 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2000 წ., №104, მუხლი 871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა, აგრეთვე წინასწარი გამოძიების იზოლატორებში დაკავებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელმისჯილთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ”;
ბ) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი” ქვეპუნქტი:
„ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სახელმწიფო სპეციალური წოდების თანამშრომელთათვის – 59.0 ლარი”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი კ. ბენდუქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები