საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №15 დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული ალკოჰოლიანი სასმელების ხელმეორედ ნიშანდების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №15 დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული ალკოჰოლიანი სასმელების ხელმეორედ ნიშანდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 17/02/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000073
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
11/02/2000
სსმ, 11, 17/02/2000
000000090.01(2).004.000073
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №15 დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული ალკოჰოლიანი სასმელების ხელმეორედ ნიშანდების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/02/2000 - 25/03/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.073

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება 15

2000 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული ალკოჰოლიანი სასმელების ხელმეორედ ნიშანდების შესახებ

"საქართველოში აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის რეალიზაციის მოწესრიგების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №703 ბრძანებულების შესაბამისად, ამა წლის 1 იანვრიდან აიკრძალა დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული აქციზური საქონლის რეალიზაცია.

აღნიშნული სფეროს მოწესრიგების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. ნება დაერთოს აქციზური მარკების სამსახურს გასცენ სრულფასოვანი აქციზური მარკები იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომელთაც ნაშთად გააჩნიათ დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონელი;

2. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აქციზური მარკების გაცემა მოხდეს გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და საგადასახადო ორგანოს მიერ სრული დოკუმენტური შემოწმების შედეგების გაანალიზების შემდეგ;

3. მეწარმე სუბიექტების მიერ სრულფასოვანი აქციზური მარკების მიღების შესახებ განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვროს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

 4. საგადასახადო ორგანოებმა დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული აქციზური საქონლის ნაშთების განსაზღვრა განახორციელონ მეწარმე სუბიექტების მიერ განაცხადების წარდგენის ვადის დასრულების შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

5. საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ უნდა იქნეს როგორც 1999 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ასევე შემოწმების ჩატარების მომენტისათვის დაფიქსირებული დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის ნაშთების რეალობა.

შემოწმების აქტში უნდა აღინიშნოს ის მიზეზები, რამაც განაპირობა დროებითი მარკების შემოღების დღიდან შემოწმების დღემდე აღნიშნული საქონლის ნაშთების არსებობა. აღინიშნოს ხომ არ ჰქონდა ადგილი ამ პერიოდში ანალოგიური (დროებითი აქციზური მარკით ნიშანდებული) საქონლის შეძენისა და რეალიზაციის ფაქტებს.

6. ნაშთების განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით;

7. სრულფასოვანი აქციზური მარკების გაცემა მოხდეს მათი ნომინალური ღირებლების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ;

8. სრულფასოვანი აქციზური მარკით ნიშანდება განხორციელდეს დროებითი აქციზური მარკის ჭურჭლიდან მოცილების გარეშე;

9. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გ. ხანიშვილს.

დ. ონოფრიშვილი