სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებების სამკურნალო საშუალებებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებების სამკურნალო საშუალებებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 147/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 26/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000470.01(2).004.000474
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
147/ნ
17/10/2000
სსმ, 98, 26/10/2000
000000470.01(2).004.000474
სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებების სამკურნალო საშუალებებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/10/2000 - 13/10/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.012.004.474

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №147/ნ

2000 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებების სამკურნალო საშუალებებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მწირი დაფინანსების პირობებში სამკურნალო დაწესებულებებში ადგილი აქვს პაციენტის ან მისი პატრონის მიერ სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეტანის ფაქტებს, რაც მიზეზი ხდება უხარისხო მკურნალობის, ხშირ შემთხვევებში საფრთხე ექმნება ავადმყოფის ჯანმრთელობას, რადგან ისინი საავადმყოფოების ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ულიცენზიო ფარმაცევტული დაწესებულებებიდან იძენენ გაურკვეველი ხარისხის წამლებს.

სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში არარეგისტრირებული, უხარისხო, ფალსიფიცირებული წამლისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეტანის თავიდან აცილების მიზნით,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ვბრძანებ:

1. დაევალოს სტაციონარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს:

ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ მათი დაწესებულებებისათვის განკუთვნილი სტანდარტებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ჩამონათვალი (შემდგომში სავალდებულო ასორტიმენტი);

ბ) შექმნან მათ სტრუქტურაში არსებულ ან მათთან ხელშეკრულებით მომუშავე აფთიაქებში სავალდებულო ასორტიმენტის მარაგი, რომელიც შიდა სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს პაციენტთა ხარისხიან, ეფექტურ და უწყვეტ სამკურნალო პროცესს.

2. პაციენტის ან მისი პატრონის მიერ სამკურნალო საშუალებისა და  სამედიცინო დანიშნულების საგნების (გარდა სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა) შეტანა სტაციონარში დასაშვებია მხოლოდ  პაციენტის შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში საჭირო ნომენკლატურის და ოდენობის მოცულობით შემდეგ ექსტრემალურ სიტუაციებში:

ა) სტანდარტით გაუთვალისწინებელ, ურგენტულ შემთხვევებში;

ბ) სავალდებულო ასორტიმენტის მარაგის უკმარისობისას, მასობრივი, არაპროგნოზირებადი ოდენობით ავადმყოფთა შემოსვლის გამო.

3.  სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ:

ა) პაციენტის მიერ შეტანილი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების აღრიცხვა და სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;

ბ) ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების მიღების და გამოყენების შესახებ სათანადო აქტის შედგენა და  ბუღალტერიისათვის წარდგენა.

4. აიკრძალოს სამკურნალო დაწესებულებების ტერიტორიაზე კერძო ტიპის აფთიაქების გახსნა და ფუნქციონირება.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს.

6. ბრძანება გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში" და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე