,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 324/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 13/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.649
324/ნ
13/10/2009
სსმ, 124, 13/10/2009
470.230.000.22.035.013.649
,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.649

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №324/ნ

2009 წლის 13 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2009 წლის 15 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ,,ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 იანვრის №15/ნ ბრძანება;

ბ) ,,სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებების სამკურნალო საშუალებებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 17 ოქტომბრის №147/ნ ბრძანება;

გ) ,,ნარკოტიკულ საშუალებებზე შესასყიდი ფასების დადგენისა და საბითუმო და საცალო ფასების რეგულირების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 25 ივნისის №241/ნ ბრძანება;

დ) ,,საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალო საშუალებების შემოტანის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის №242/ნ ბრძანება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი