საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციის (შტატების შემცირებით) განხორციელებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციის (შტატების შემცირებით) განხორციელებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 20/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000200.01(2).004.000471
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
391
19/10/2000
სსმ, 97, 20/10/2000
000000200.01(2).004.000471
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციის (შტატების შემცირებით) განხორციელებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/10/2000 - 13/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.012.004.471

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №391

2000 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო  შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციის (შტატების შემცირებით) განხორციელებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ოქტომბრის №447 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. 2000 წლის 20 ნოემბრამდე, ამ ბრძანებისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის №125 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განხორციელდეს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაცია შტატების შემცირებით.

2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული მოხელის მაღალი კვალიფიკაციის დადგენის მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნად შემოღებულ იქნეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის №125 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.

3. საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა ტესტირება ჩატარდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის“ შესაბამისად.

4. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც გაივლიან საკვალიფიკაციო გამოცდას, უფლება აქვთ საკვალიფიკაციო გამოცდის ხელმეორედ გაუვლელად მონაწილეობა მიიღონ საოლქო, ზონალურ და რაიონულ საგადასახადო ინსპექციების ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსებში, თუ დაგროვილი ექნებათ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებისათვის დადგენილი ქულათა რაოდენობა.

5. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნათა გავლას ექვემდებარებიან მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მოხელეები, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ შესაბამისად მოეთხოვებათ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოწმობა. 

6.    მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა ტესტირება ჩატარდეს 2000 წლის 8 ნოემბერს.

7. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა (ტესტირების) გავლის მსურველებმა 2000 წლის 23 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე საკვალიფიკაციო გამოცდებისა და შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნოში წარადგინონ 2000 წლის 15 ივნისის საგადასახადო შემოსავლების მინისტრის №103 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული საბუთები.

8.    საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავჯდომარემ (მ. ჩიკვილაძე) უზრუნველყოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებისათვის ამ ბრძანების გაცნობა 2000 წლის 20 ოქტომბრამდე.

9.    ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საგადასახადო დეპარტამენტის თავჯდომარეს და სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს უფროსს (მ. ირემაშვილი).

მ. მაჭავარიანი