საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 19/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000468
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
366
13/10/2000
სსმ, 96, 19/10/2000
000000010.01(2).004.000468
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2000 - 28/05/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.468

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №366

2000 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის  განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში საკადრო რესურსების ცენტრალიზებული მართვის უზრუნველყოფის მიზნით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მინისტრის ბრძანებით დაინიშნონ სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები შემდეგ თანამდებობებზე:

ა) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში – საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა თანამდებობაზე;

ბ) სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში – თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობაზე – დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;

გ) სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში – გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების თანამდებობებზე – გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით;

დ) სამინისტროს საგანგებო ლეგიონში – საგანგებო ლეგიონის უფროსის მოადგილეების თანამდებობებზე – საგანგებო ლეგიონის უფროსის წარდგინებით;

ე) სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურში – ამ სამსახურის უფროსის და მისი წარდგინებით უფროსის მოადგილეების თანამდებობებზე;

ვ) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – ცენტრალური საბაჟო და საგადასახადო ორგანოებში  ხელმძღვანელების თანამდებობებზე – შესაბამისი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით;

ზ) მსხვილ გადამხდელთა და საოლქო საგადასახადო ინსპექციებში – ამ ინსპექციების ხელმძღვანელების თანამდებობეზე საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;

2. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში.

3. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო მოხელეთა დანიშვნა და გათავისუფლება ხორციელდება სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს (მ. ირემაშვილი) წინასწარი თანხმობით.

4. მინისტრის მიერ დასანიშნი საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების მონაცემები და სამინისტროსთან შესათანხმებელი თანამდებობის პირთა მონაცემები შეყვანილ იქნეს სამინისტროს საკადრო რესურსების სამმართველოს კომპიუტერული სისტემის მონაცემთა ბაზაში სათანადო რეაგირებისათვის.

5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე ვივალებ პირადად.

შენიშვნა:

1. შეთანხმება განხორციელდეს სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მიერ საკადრო ბრძანების პროექტზე ვიზირების შემდეგ;

2. დასანიშნი კანდიდატი უნდა პასუხობდეს თანამდებობისათვის კანონმდებლობით წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და პიროვნულ მახასიათებლებს.

მ. მაჭავარიანი