დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 348 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 69, 08/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.117.005.938 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.005.938
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №348
2003 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საკადრო რესურსების ცენტრალიზებული მართვის უზრუნველყოფის მიზნით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მინისტრის ბრძანებით დაინიშნოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები შემდეგ თანამდებობებზე:
ა) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში – საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა თანამდებობაზე;
ბ) სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში – თავმჯდომარის მოადგილეები – დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;
გ) სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში – თავმჯდომარის მოადგილეები – დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;
დ) სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში – გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეები – გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით;
ე) სამინისტროს საგანგებო ლეგიონში – საგანგებო ლეგიონის უფროსის მოადგილეები – საგანგებო ლეგიონის უფროსის წარდგინებით;
ვ) სამინისტროს სახაზინო სამსახურში – სამსახურის უფროსის მოადგილეები – სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით;
ზ) სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურში – ამ სამსახურის უფროსი და მისი წარდგინებით უფროსის მოადგილეები;
თ) სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში – ბიუროს უფროსი და მისი წარდგინებით ბიუროს უფროსის მოადგილე;
ი) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტში – დეპარტამენტის უფროსი და მისი წარდგინებით უფროსის მოადგილეები;
კ) ფინანსების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში – ინსტიტუტის დირექტორი და მისი წარდგინებით დირექტორის მოადგილეები;
ლ) რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოების უფროსები და მათი წარდგინებით უფროსის მოადგილეები, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში;
მ) სამინისტროს სისტემის ტერიტორიული ორგანოს უფროსები და მათი მოადგილეები თანამდებობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები საჯ
არო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებენ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 13 ოქტომბრის №366 ბრძანება, „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ“.
4. ეს ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები