დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №12 „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.01(2).004.000057 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2018 - 11/04/2000)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.057
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №12
2000 წლის 1 თებერვალი
ქ.თბილისი
საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ
1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილებას.
3. აფხაზეთისა და აჭარის იუსტიციის სამინისტროებმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 10 თებერვლამდე განსაზღვრონ საჯარო მოხელე, რომელსაც დაევალება - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
4. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემა მოხდეს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 36–38-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.
6. დაევალოს კანონმდებლობის დეპარტამენტს (ს. პეტროსიანი) ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს საჯარო ინფორმაციის ავტომატიზირებული დამუშავების სპეციალური წესი.
7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ქ-ნ მ. ცაცანაშვილს
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
საჯარო რეესტრი
საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების გრიფი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები