„საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“

„საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 11/04/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 17/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.192
44
11/04/2000
სსმ, 33, 17/04/2000
010.012.004.192
„საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“
იუსტიციის სამინისტრო

სახელმწოფო სარეგისტრაციო კოდი: 010.012.004.192

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

  ბრძანება №44

2000 წლის 11 აპრილი

 ქ. თბილისი

საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ

1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილებას (ი. ბაგაშვილი).

3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კოორდინაცია განახორციელოს მინისტრის ბიურომ (დ. ჯალაბაძე).

4. აფხაზეთისა და აჭარის იუსტიციის სამინისტროებმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა განსაზღვრონ საჯარო მოხელე, რომელსაც დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

5. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემა მოხდეს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 36-38-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.

7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ქ-ნ მ. ცაცანაშვილს.

8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 თებერვლის №12 ბრძანება „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“.

9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი                                                                                                            საჯარო რეესტრი

 

საჯარო ინფორმაციის დასახელება

საჯარო ინფორმაციის მიღების თარიღი

საჯარო ინფორმაციის რეესტრში შეტანის თარიღი

პირის დასახელება, რომლისგანაც შემოვიდა ან რომელსაც გაეგზავნა ინფორმაცია

პირი, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია

ინფორმაციის გაცემის თარიღი

ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების გრიფი