სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110531005, 03/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016052
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
32
27/05/2011
ვებგვერდი, 110531005, 03/06/2011
010250020.35.108.016052
სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (03/06/2011 - 28/02/2020)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2011 წლის 27 მაისი

ქ. სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად,

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი № 3-ის შესაბამისად.

4. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით ნორმატიული აქტების შესახებ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                      ბ. ნარმანია

                                                                                                                                        დანართი 1

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით

პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე

მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა

----“ -----------------“                                                                ქ. სენაკი

1. ეს ოქმი გაიცა ---------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები);

2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან))

ქონების საწყისი საფასური --------------------------- (---------------------------------------)

                                                              ციფრებით                     სიტყვიერად

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით --------------------------------------------------------------

სააუქციონო კომისიის მიერ 201 – წლის ------------------“ ---------------------------------------“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

შემოთავაზებული საფასურის ----------------------- (-------------------------------------) ლარი

                                                               ციფრებით                     სიტყვიერად

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) ------------------- შემდგომში ქონება

4. მყიდველი ვალდებულია:

აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე -------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.

7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.

8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

9. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

10. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგავ სუბიექტს ( შემდგომში – განმკარგავი), ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.

13. ოქმს, რომელიც გამკარგავთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 კომისიის თავმჯდომარე --------------------------------- /-------------------------/

                                                              ხელმოწერა                    სახელი გვარი

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) -------------------- /--------------------------/

                                                                               ხელმოწერა               სახელი გვარი

                                                                                                                                        დანართი №2

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით

პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე

მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმის ტიპური ფორმა

----“ -----------------“                                                                                        ქ. სენაკი

1. ეს ოქმი გაიცა ----------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი, და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები);

2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

--- (ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან))

ქონების საწყისი საფასური --------------------------- (-----------------------------------------------)

                                                               ციფრებით          სიტყვიერად

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ------------------------------------------------------------

სააუქციონო კომისიის მიერ 201 – წლის ----------“ “-----------------------------------------“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

შემოთავაზებული საფასურის ----------------------- (----------------------------------------) ლარი

                                                               ციფრებით         სიტყვიერად

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) ------------------- შემდგომში ქონება

4. მყიდველი ვალდებულია:

აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე ---------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:

ა) ---------------------------------------------------------------------------------------------

ბ) ---------------------------------------------------------------------------------------------

გ) ---------------------------------------------------------------------------------------------

დ) და ა.შ

7. მყიდველი ვალდებულია სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობს შემთხევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შემცირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

8. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგავ სუბიექტთან (შემდგომში – განმკარგავი) შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

9. მყიდველი ვალდებულია ოქმის მოქმედების პერიოდში, განმკარგავს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ოქმით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ.

10. განმკარგავის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკურეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს განმკარგავს.

11. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება განმკარგავის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

12. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.

13. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განმკარგავის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.

14. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

15. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

16. მყიდველი ვალდებულია ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

17. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

18. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება განმკარგავს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

19. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.

20. ოქმს, რომელიც განმკარგავთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომისიის თავმჯდომარე -------------------------------- /----------------------------/

                                                               ხელმოწერა                   სახელი, გვარი

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) ---------------------- /-----------------------/

                                                                              ხელმოწერა                 სახელი, გვარი