„ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” სემეკ-ის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” სემეკ-ის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 09/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 18/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 20/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 300320000.14.011.004603
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1
09/01/2001
სსმ, 6, 18/01/2001
300320000.14.011.004603
„ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” სემეკ-ის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2001 - 26/08/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.004.603

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის

დადგენილება № 1

2001 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” სემეკ-ის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი გამოწვეულია გვალვის გამო მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავებში წყლის სიმცირით და ეი-ი-ეს მტკვარი”-ს კუთვნილი მე-9 და მე-10 ენერგობლოკების ექსპლუატაციაში შეყვანის ვადების გადაწევით. მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი რეალური გზაა მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან პარალელური მუშაობის აღდგენა და ელექტროენერგიის იმპორტი.

სემეკ-ის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებით ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმი დაკავშირებულია მოქმედი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან, რაც ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ოქტომბრის №826 ბრძანებულების ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში ფინანსურ ურთიერთობათა მოწესრიგებისა და დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ” თანახმად, სემეკ-ის ზემო აღნიშნული დადგენილებით, გასულ წლებში თურქეთიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის მიზნით გათვალისწინებულია სპეციალური კომპონენტი (იხ. ხსენებული დადგენილების მუხლი 6). თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის მკვეთრი შეზღუდვის გამო, რაც უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია ელექტროენერგიის საექსპორტო სიმძლავრეების მკვეთრი შემცირებით, პრაქტიკულად ვერ ხერხდება აღნიშნული კომპონენტის ათვისება, ამდენად მისი გამოყენება, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ნოემბრის №1213 განკარგულების “მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისა და მათთან პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის შესახებ” და 2000 წლის 22 ნოემბრის №1236 განკარგულების “ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების გადაუდებელ ღონისზიებათა შესახებ” საფუძველზე, შესაძლებელია მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ვალის დასაფარავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სემეკ-ი ადგენს: სემეკ-ის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მუხლ 6-ში სათაურის და ა” ქვეპუნქტში სიტყვა “თურქეთის” შეიცვალოს სიტყვებით: “მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული”.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ” პუნქტი: შემოდგომა-ზამთრის სეზონზე 2000 წლის 1 ოქტომბრიდან 2001 წლის 1 მაისამდე ელექტროენერგიის იმპორტის გამო ელექტროენერგიის წლიური საშუალო შეწონილი ტარიფის 3,08 თეთრი/კვტსთ (დანაკარგების ჩათვლით) გაზრდის შემთხვევაში, მოქმედი სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნების მიზნით, გამანაწილებელი ენერგოკომპანიების და პირდაპირი მომხმარებლებისათვის, ნამატის კომპენსაცია განხორციელდეს ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის მომსახურების ტარიფების პროპორციული შემცირების ხარჯზე. აღნიშნული განხორციელდეს წელიწადში ორჯერ 2001 წლის 1 აპრილს და 2001 წლის 1 სექტემბერს ელექტრობაზრის მიერ წარმოდგენილი ელექტროენერგიის ფაქტიური ბალანსისა და საშუალო შეწონილი ტარიფის საფუძველზე.

ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის საწარმოებს ზემოთ აღნიშნული დანაკლისი აუნაზღაურდეს 2002 წელს შესაბამის ტარიფებში სპეციალური კომპონენტის დამატების გზით.

დადგენილების მე-8 მუხლში ასახული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მომხმარებელი

დღგ-ის გარეშე

დღგ

დღგ-ის ჩათვლით

1

2

3

4

1. თბილისის, აჭარის და

 დუშეთის გამანაწილებელი

 ენერგოკომპანიები

4.571

0.914

5.485

2. დანარჩენი

 ენერგოკომპანიები

4.891

0.978

5.869

პირდაპირი მომხმარებლები, ძაბვებით

– 6-10 კვ.

– 35-110-220 კვ.

 

 

5.08

4.76

 

 

1.02

0.94

 

 

6.1

5.7

 

4. დანართი 2-ში პუნქტი 6.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6.2. ა. თურქეთში ექსპორტი 100

 ბ. მეზობელი ქვეყნების (თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ვალის დაფარვისათვის 300

5. დადგენილების მე-3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3


ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის კრებსითი მაჩვენებლები

დასახელება

მომხმარებლები ძაბვების მიხედვით

ეი-ი-ეს თელასი

აჭარის ენერგოკომპანია

დუშეთის ენერგოკომპანია

რეგიონები

საბითუმო ბაზრის პირდაპირი მომხმარებლები

0,4 კვ.

6-10 კვ.

35-110 კვ.

0,4 კვ.

6-10 კვ.

0,4 კვ.

6-10 კვ.

0,4 კვ.

6-10 კვ.

6-10 კვ.

35-110-220 კვ.

1

2

3

4

 

7

8

5

6

10

11

12

13

1

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ტარიფი    დღგ-ის გარეშე

4.571

4.571

4.571

4.571

4.571

4.571

4.571

4.891

4.891

5.08

4.76

 

მათ შორის:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.1

ელექტროენერგიის წარმოების საშუალო შეწონილი ტარიფი

2.75

2.75

2.75

2.75

2.75

2.75

2.75

2.75

2.75

2.75

2.75

1.2

საქრუსენერგოს მომსახურეობის ტარიფი

0.18

0.18

0.18

0.18

0.18

0.18

0.18

0.18

0.18

0.18

0.18

1.3

საქრუსენერგოს ქსელში არსებული დანაკარგების საფასური

0.05

0.05

0.05

0.05

0.05

0.05

0.05

0.05

0.05

0.05

0.05

1.4

ელექტროგადაცემის 35-110-220 კვ. ქსელის მომსახურეობის ტარიფი

0.90

0.90

0.90

0.90

0.90

0.90

0.90

0.90

0.90

1.09

1.09

1.5

ელექტროგადაცემის  6-10 კვ. ქსელის მომსახურეობის ტარიფი

0.32

0.32

0.32

1.6

ელექტროგადაცემის ქსელში არსებული დანაკარგების საფასური

0.28

0.28

0.28

0.28

0.28

0.28

0.28

0.28

0.28

0.28

0.28

1.7

ელექტროდისპეტჩერიზაციის მომსახურეობის ტარიფი

0.23

0.23

0.23

0.23

0.23

0.23

0.23

0.23

0.23

0.23

0.23

1.8

პონტოელის მომსახურეობის ტარიფი

0.015

0.015

0.015

0.015

0.015

0.015

0.015

0.015

0.015

0.015

0.015

1.9

მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ვალის  მომსახურეობა

0.166

0.166

0.166

0.166

0.166

0.166

0.166

0.166

0.166

0.166

0.166

2

გამანაწილებელი კომპანიის ტარიფი დღგ-ის გარეშე

3.60

2.59

1.28

2.52

0.94

2.44

0.70

2.13

0.38

3

სამომხმარებლო ტარიფი თეთრი/კვტსთ                     დღგ-ის გარეშე

8.171

7.160

5.846

7.094

5.509

7.014

5.266

7.016

5.266

5.08

4.76

4

დარიცხული დღგ  20%

1.63

1.43

1.17

1.42

1.10

1.40

1.05

1.40

1.05

1.02

0.94

5

სამომხმარებლო ტარიფი თეთრი/კვტსთ                          დღგ-ის ჩათვლით   (მეათედი სიზუსტით)

9.8

8.6

7.0

8.5

6.6

8.4

6.3

8.4

6.3

6.1

5.7

 

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ელ. ერისთავი