საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №359 სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №359 სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).003.000997
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
359
28/12/1999
ვებგვერდი
000000410.01(2).003.000997
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №359 სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 28/06/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                      410.012.003.997

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №359

1999 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ

"პატიმრობის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის "ბ.ო." ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების კომისიის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

ჯ. ხეცურიანი

სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისია (შემდგომში კომისია) არის საზოგადოებრივ საწყისზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის მიზანია საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი "პატიმრობის შესახებ", საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

    მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თითო წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწენი, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების თითო წარმომადგენელი, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) გადაწყვეტილებით - სხვა პირებიც.

2. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეები.

3. კომისიის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ათს.

4. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას შესაბამისი დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 3. კომისიის მუშაობის წესი

1. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისია.

2. კომისიის სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისია.

3. კომისიის სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე.

4. კომისიის მუშაობისათვის პირობებს უზრუნველყოფს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია.

5. კომისიის წევრები საქმიანობას ეწევიან ანაზღაურების გარეშე.

    მუხლი 4 . კომისიის ამოცანები და ფუნქციები

1. კომისიის ამოცანებია:

ა) სასჯელაღსრულებით დაწესებულების ადმინისტრაციისათვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულთა განთავსების, სწავლების, მუშაობის, კვების და სამედიცინო მომსახურების საკითხების გადაწყვეტაში;

ბ) სასჯელაღსრულებით დაწესებულების ადმინისტრაციისათვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულებზე ზედამხედველობის განხორციელების საკითხთა გადაწყვეტაში;

გ) სასჯელაღსრულებით დაწესებულების ადმინისტრაციისათვის დახმარების გაწევა სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.

2. კომისიამ სასჯელაღსრულებით დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია გაუწიოს დახმარება მისივე თხოვნით სასჯელაღსრულებით დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტაში.

3. კომისიის ფუნქციას წარმოადგენს პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორისადმი მიმართვა.

4. კომისია მინისტრს ყოველწლიურად წარუდგენს მოხსენებას გაწეული მუშაობის შესახებ.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის წევრებს თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციის შესამუშავებლად, სასჯელაღსრულებით დაწესებულების დირექტორთან შეთანხმებით, უფლება აქვთ შეამოწმონ მსჯავრდებულთა განთავსების, კვების, განათლების, მუშაობის, სამედიცინო მომსახურების ადგილები, შეხვდნენ მსჯავრდებულებს.

2.სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომისიის წევრთა უფლების შეუფერხებელ განხორციელებას გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლება საფრთხე შეექმნას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დადგენილი უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელებას.

3. კომისიის რეკომენდაციის მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის იმ წევრს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება წერილობით დაურთოს კომისიის რეკომენდაციას, რომელიც ასევე უნდა წარედგინოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.

    მუხლი 6. კომისიის შემადგენლობის შეცვლის წესი

კომისიის წევრის გათავისუფლება ხდება:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) მინისტრის მიერ წარმდგენი ორგანოს წარდგინების საფუძველზე;

გ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისას;

დ) სასამართლოს მიერ არაქმედუნარიად აღიარებისას;

ე) ავადმყოფობის გამო, რომლის დროსაც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

ვ) გარდაცვალებისას.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.