დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №359 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 785 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 28/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.110.000.11.106.006.538 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.538
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №785
2004 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №359 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №359 ბრძანებაში (სსმ III, 1999 წ., №71, მუხ. 1089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი”.
2. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დაწესებულებების პირად შემადგენლობასა და კომისიის წევრებს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები