საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №258 აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების აკუმულირებისა და მისი განკარგვის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №258 აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების აკუმულირებისა და მისი განკარგვის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000993
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
258
24/12/1999
ვებგვერდი
000000090.01(2).003.000993
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №258 აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების აკუმულირებისა და მისი განკარგვის წესის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 13/03/2000)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.993

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №258

1999 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების აკუმულირებისა და მისი განკარგვის წესის შესახებ

"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის №2211-IIს კანონისა და "აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებთ:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებზე და იმპორტიორებზე აქციზური მარკების გაცემა განხორციელდეს მათ მიერ მოთხოვნილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების აქციზური მარკების სამსახურის სატრანზიტო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი აქციზის თანხის (აქციზის მთლიან თანხას გამოკლებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება) შესაბამის საბიუჯეტო ანგარიშებზე გადარიცხვის შემდეგ.

2. დაევალოს შესაბამის საგადასახადო ორგანოებს აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებზე გასცენ აქციზის გადახდის შესახებ ცნობა (ნომინალური ღირებულების ჩვენებით) მეწარმეების მიერ ნომინალური ღირებულებისა და დარჩენილი აქციზის თანხის შესაბამის ანგარიშებზე გადარიცხვის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებების ან ნაღდი ანგარიშსწორების ქვითრების წარმოდგენის შემდეგ.

3. დადგინდეს, რომ აქციზური მარკით მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის იპორტიორები აქციზის გადახდისას აქციზის მთლიანი თანხიდან აქციზური მარკების ნომინალურ ღირებულებას გადაიხდიან აქციზური მარკების სამსახურის სატრანზიტო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილ თანხას არსებული წესის მიხედვით ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე.

4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურს მის სატრანზიტო ანგარიშზე მოხვედრილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების თანხების ნაწილი კონვერტაციის საფუძველზე მიმართოს მის სავალუტო ანგარიშზე, ხოლო ნაწილი მის სპეციალურ ანგარიშზე.

5. დაევალოს აქციზური მარკების სამსახურს უზრუნველყოს მის სავალუტო ანგარიშზე აკუმულირებული თანხებიდან აქციზური მარკების მბეჭდავ ფირმებთან ანგარიშსწორება მოწოდებული მარკების სანაცვლოდ მათთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, აგრეთვე მარკების ტრანსპორტირებისა და განბაჟების თანხების დაფარვა.

6. აქციზური მარკების სამსახურის სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხების ხარჯზე განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.

7. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო და სახაზინო დეპარტამენტებს 1999 წლის 1 თებერვლიდან აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული აქციზის თანხებიდან გამოყონ რეალიზებული აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება და მიმართონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის სატრანზიტო ანგარიშებზე აღნიშნული პერიოდიდან გაწეული აქციზური მარკების ბეჭდვის, ტრანსპორტირებისა და მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფარვის მიზნით.

8. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. ხანიშვილს.   აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ონოფრიშვილი