საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №329 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე რიცხული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №329 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე რიცხული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000040.01(2).003.000965
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
329
26/11/1999
ვებგვერდი
000000040.01(2).003.000965
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №329 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე რიცხული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.012.003.965    

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №329

1999 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე რიცხული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

დამტკიცდეს "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე რიცხული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი".

ჯ. ხეცურიანი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე რიცხული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი

    მუხლი 1

წინამდებარე წესი შემუშავებულია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე

    მუხლი 2

სასამართლო აღმასრულებელთა მიერ სახელმწიფო (ადგილობრივი) ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის კანონით დადგენილი პროცენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის (შემდგომში სამსახური) სპეციალურ ანგარიშზე ხაზინაში.

    მუხლი 3

საანგარიშო პერიოდში სამსახურის სპეციალურ ანგარიშზე შემოსული თანხის 50% წარიმართება იმ კონკრეტული აღმასრულებლების მატერიალური სტიმულირებისათვის (პრემირებისათვის), რომლებმაც განახორციელეს სახელმწიფო (ადგილობრივი) ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინება.

    მუხლი 4

საანგარიშო პერიოდში სამსახურის სპეციალურ ანგარიშზე შემოსული თანხის 5% წარიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ხაზინაში, ხოლო 20% – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მატერიალური სტიმულირებისათვის.

    მუხლი 5

ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მატერიალური სტიმუირების (პრემიის) გაანგარიშებისას მნიშვნელობა ენიჭება საანგარიშო პერიოდში შემოსული თანხის ოდენობას, საანგარიშო პერიოდში თითოეულ მუშაკზე დარიცხული ხელფასის ოდენობას და საანგარიშო პერიოდში დარიცხული ხელფასის საერთო ფონდს.

    მუხლი 6

სასამართლო აღმასრუებლებზე და სამსახურის ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიების გაცემა ხდება ყოველთვიურად.

    მუხლი 7

მატერიალრი სტიმულირებისათვის გათვალისწინებული თანხის სიმცირის შემთხვევაში სამსახურის უფროსს უფლება აქვს პრემიების გაცემა მოახდინოს მომავალ საანგარიშო პერიოდში.

    მუხლი 8

სამსახურის უფროსი დამოუკიდებლად წყვეტს სასამართლო აღმასრულებლებისა და სამსახურის ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეების პრემიის ოდენობის შემცირების ან სრულად გაუქმების საკითხს.

    მუხლი 9

სამსაურის სპეციალურ ანგარიშზე საანგარიშო პერიოდში შემოსული თანხის 5% წარიმართება სასამართლო აღმასრულებლებისა და სამსახურის ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეების ერთჯერადი მატერიალური დახმარებისათვის.

    მუხლი 10

მატერიალური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს სამსახურის უფროსი.

    მუხლი 11

სასამართლო აღმასრულბლებზე და სამსახურის ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიებისა და მატერიალური დახმარებების გაცემა ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

    მუხლი 12

ბრძანების გამოცემიდან ორი კვირის ვადაში სამსახურის ბუღალტერია ადგენს პრემიისა და მატერიალური დახმარების გასაცემ უწყისს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება თანხის გაცემა.

    მუხლი 13

საანგარიშო პერიოდში ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე შემოსული თანხის 20% წარიმართება როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ხარჯების გასაწევად.

    მუხლი 14

წინამდებარე წესით გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდი შეადგენს ერთ კალენდარულ თვეს.

    მუხლი 15

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.