საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 06/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
125
26/06/2000
სსმ, 62, 06/07/2000
000000010.01(2).004.000310
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2000 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.310

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 125

2000 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ

აღმასრულებებლი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმოანობის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის 91 ბრძანებულებით დამტკიცებული იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილება (ტექსტში შემდგომ – განყოფილება) არის საქართველოს იუსტიციის სამიისტროს (ტექსტში შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. განყოფილება ტავის სამიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებებით, ზემდგომი ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებითი დოკუმენტებით, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის წესებითა და ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტებით, საქმიწარმოების საკითხებზე სხვა მოქმედი ნორმატივებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულების მოთხოვნებით.

3. საერთო განყოფილებას აქვს მრგვალი ბეჭედი და შტამპები სათანადო დასახელებით.

თავი II

განყოფილების მიზნები და ამოცანები

4. საერთი გნყოფილების ძირითადი მიზანია საქმიწარმოების სამუშაოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია.

5. საერთო განყოფილება წყვეტს შემდეგ ამოცანებს:

ა) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფა;

ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შეაბამისად დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაციის, საინფორმაციო-საძიებო სისტემების, შესრულების კონტროლისა და დოკუმენტების საუწყებო არქივში გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა;

გ) დოკუმენტბრუნვის შემცირება, დოკუმენტების ფორმების უნიფიკაცია.

დ) საქმიაწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა.

თავი III

განყოფილების ფუნქციები

6. დაკისრებული ამოცანების შესაბამისად საერთო განყოფილება ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

– დოკუმენტების საქსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოა განხორციელება;

– შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;

– დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაი მათი გავლის, გაფორმებისა და შესრულების კონტროლის რეგულირება; დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ცნობების განზგადება, ამ საკითხებზე ხელმძღვანელობის სისტემური ინფრმირება;

– სამინისტროს საქმეთა ნომენკლატური შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყფა.

– მოქალაქეთა წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაცია;

– სტრუექტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;

– დოკუმენტებზე მუშაობის ფორმირებისა და მეთპდები სრულყოფის, საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება (სამინისტროს ესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად);

– სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ცასაბარებელი საქმეების ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება:

– საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზაცია;

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებსა და დაცვის ესახებ” ბრძანებულების შესაბამისად საიდუმლო და სრულად საიდუმლო გრიფით შემოსული კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის, გაფორმების, გაგზავნის დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმის ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის აბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

– საქართველის იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

– საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრში თავმოყრისა და აღრიცხვის ორგანიზაცია;

– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომების მომზადებისა და ოქმის გაფორმების ორგანიზაცია;

– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საათბირო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

– საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების (გარდა საკადრო ბრძანებისა) აღრიცხვის, შენახვი და კონტროლის ორგანიზაცია.

თავი VI

განყოფილების უფლებები და პასუხისმგებლობა

7. საერთო განყოფიებას უფლება აქვს:

ა) აკონტროლოს და მოსთხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დაწესებულებაში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების შესრულება;

ბ) გამოითხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებებისაგან საქმისწარმოების სამსახურის მუშაობისათვის საჭირო ცნობები;

გ) შეამოწმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების ორგანიზაცია და შედეგები შეტყობინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ელმძღვანელობას შესაბამისი ზომების მისაღებად;

დ) დადგენილი წესით ხელმძღვანელის დავალებით დოკუმენტების პროექტების მომზადებაში ჩააბას სტრუქტურული ქვედანაყოფების სპეციალისტები;

ე) შემსრულებლებს დაუბრუნოს არასწორად მომზადებული დოკუმენტები საბოლოო დამუშავებისათვის;

ვ) ავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი მოაწეროს და ვიზა მისცეს დოკუმენტებს;

ზ) შეიმუშაოს საქმისწარმოების სამსახურის დებულება და მუშაკთა ანამდებობრივი ინსტრუქციები;

თ) ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის ყველა შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები ადმინისტრაციული ზომების მისაღებად;

ი) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც ეხება დოკუმენტებზე მუშაობის მდგომარეობას, მათზე მუშაობის ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფას;

კ) ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქმისწარმოების სამსახურის მუშაკთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და სასჯელის დადების შესახებ.

8. საქმისწარმოების სამსახური პასუხისმგებელია:

ა) სამინისტროში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესის შესრულების უზრუნველყოფისათვის;

ბ) ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებისა და მუშაკთა შრომის საჭირო პირობების დაცვისათვის.

თავი V

განყოფილების უფროსი

9. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

10. განყოფილების უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

11. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

12. განყოფილების უროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას.

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის. აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) წარუდგენს მინისტრს დასანიშნად მოხელეების კანდიდატებს.

დ) აკონტროლებს განყოფილების მოხელეების მიერ თავიანთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

ე) აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;

ვ) წარუდგენს მინისტრს წანადადებებს განყოფილების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკების წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის ან უუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას:

13. განყოფილების უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე განყოფილების უფროსის დავალებით, მინისტრთან შეთანხმებით.

თავი VI

14. განყოფილების დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.