საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 04/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
124
26/06/2000
სსმ, 60, 04/07/2000
000000010.01(2).004.000309
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/07/2000 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.309

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №124

2000 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლბის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის 91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

მინისტრის ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2

მინისტრის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით.

    მუხლი 3

მინისტრის ბიურო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 4

მინისტრის ბიურო ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს ბიუროს საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

მინისტრის ბიუროს ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5

1. მინისტრის ბიუროს ძირითადი ამოცანაა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის სახელით სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მაკონტროლებელი და მაკოორდინირებელი ფუნქციების განხორციელება, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო და სამართლებრივი მომსახურების გაწევა.

2. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად მინისტრის ბიურო უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და მასალები სამინისტროს სტრუქურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემასა და მმართველობის სფეროში შემავალი სამსახურებისაგან.

    მუხლი 6

მინისტრის ბიურო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლს;

ბ) სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირებისადმი მინისტრის დავალებების, მითითებებისა და განკარგულებების შესრულებაზე კონტროლს;

გ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დაკისრებული ფუნქციების ან ცალკეულ დავალებათა შესრულების მდგომარეობის შესწავლასა და შედეგების მინისტრისათვის მოხსენებას;

დ) ოპერატიული თათბირების ორგანიზებას, თათბირის ოქმის შედგენას;

ე) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვასა და მომზადებას;

ვ) მინისტრის სტუმრების მიღების უზრუნველყოფას;

ზ) მინისტრის მივლინებების ორგანიზებას;

თ) მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირებას;

ი) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენებას;

კ) საზოგადოებასთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრის (სამინისტროს) ურთიერთობის ორგანიზებას;

ლ) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადებას;

მ) კონტროლს უწევს სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესრულებას;

ნ) აწესრიგებს მინისტრის სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს, წინასწარ განიხილავს და მინისტრთან ათანხმებს მასზე გასატანი საკითხების განხილვის მიზანშეწონილობას;

ო) ასრულებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მინისტრის მიერ დაკისრებულ კონკრეტულ დავალებებს;

პ) ახორციელებს მინისტრის ბრძანებით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

თავი III

მინისტრის ბიუროს უფროსი

    მუხლი 7

1. მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი.

2. მინისტრის ბიუროს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. მინისტრის ბიუროს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.

    მუხლი 8

მინისტრის ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ბიუროს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ)წარუდგენს მინისტრს ბიუროს მოხელეების კანდიდატურებს;

დ) აკონტროლებს ბიუროს მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ბიუროში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) ანგარიშს აბარებს მინისტრს ბიუროს მუშაობის შესახებ;

ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ბიუროს მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;

ი) შუამდგომლობს ბიუროს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

კ) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს;

ლ) პასუხისმგებელია ბიუროზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

    მუხლი 9

მინისტრის ბიუროს უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მრჩეველი ბიუროს უფროსის დავალებით, მინისტრთან შეთანხმებით.

თავი IV

მინისტრის ბიუროს პერსონალი

    მუხლი 10

1. მინისტრის ბიუროს პერსონალი შედგება მოხელეებისა და დამხმარე მოსამსახურეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.

2. ბიუროს თანამშრომლები ასრულებენ მინისტრისა და ბიუროს უფროსის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და ცალკეულ დავალებებს.

3. ბიუროს საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

თავი V

დასკვნითი დებულება

    მუხლი 11

მინისტრის ბიუროს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.