საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 06/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000307
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
122
26/06/2000
სსმ, 62, 06/07/2000
000000010.01(2).004.000307
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2000 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.307

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №122

2000 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია (ტექსტში შემდგომ – ინსპექცია) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ტექსტში შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2

ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3

ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, ჰუმანიზმის, ობიექტური მიუკერძოებლობის და სოციალური სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.

თავი II

ინსპექციის ამოცანები

    მუხლი 4

ინსპექციის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

    მუხლი 5

ინსპექციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ორგანოების თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამო სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებზე შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების, კანონიერი ინტერესების შელახვის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა და პროფილაქტიკა.

    მუხლი 6

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინსპექცია:

ა) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაციების, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოხსენებითი ბარათების, აგრეთვე სხვა უწყებათა ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე ატარებს სამსახურებრივ მოკვლევას ან სხვა სახის შემოწმებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ბ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვაზე. დარღვევის ფაქტების შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს განსახილველად წარუდგენს შესაბამის დასკვნას;

გ) კონტროლს უწევს სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელ დაცვას;

დ) იუსტიციის მინისტრს განსახილველად წარუდგენს დასკვნას სამინისტროს მოხელეთა მიერ ტექნიკური და სხვა საშუალებების ჯეროვანი გამოყენების თაობაზე;

ე) ახორციელებს კონტროლს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის პირადი შემადგენლობის ინსპექციის მიერ საქმიანობის განხორციელებაზე;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას შენობა-ნაგებობების დაცვის, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან სხვა ქონების გატაცების და დაკარგვის, დაზიანების და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით;

ზ) ასრულებს მინისტრის სხვა დავალებებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

თავი III

ინსპექციის უფლებები

    მუხლი 7

ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების პროცესში მიიღოს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერი მოხელისა და თანამდებობის პირისაგან;

ბ) დაუბრკოლებლად შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების მიზნით მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია სამინისტროს მოხელეთა და თანამდებობის პირებისაგან;

დ) სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელებისას იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან.

თავი IV

ინსპექციის სტრუქტურა

    მუხლი 8

ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 9

ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.

    მუხლი 10

ინსპექციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ინსპექციის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) წარუდგენს მინისტრს ინსპექციის მოხელეების კანდიდატურებს;

დ) აკონტროლებს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) აბარებს ინსპექციის მუშაობის ანგარიშს;

ზ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში და იძლევა შესაბამის დასკვნებს;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ინსპექციის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ინსპექციის მოხელეთა ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;

კ) შუამდგომლობს ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 11

ინსპექციის მრჩევლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 12

ინსპექციის მრჩევლები ინსპექციის უფროსის დავალების საფუძველზე განახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებსა და განიხილავენ შემოსულ მასალებს.

თავი V

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13

ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.