დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110525015, 25/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016046 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/05/2011 - 26/12/2011)
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №90
2011 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხა (დანართი №1).
მუხლი 2. დამტკიცდეს სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება, გარდა სამედიცინო ბარათისა. (დანართი №2).
მუხლი 3 . დამტკიცდეს სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმიდან მხოლოდ სამედიცინო ბარათის გაცნობის უფლება. (დანართი №3).
მუხლი 4. ამ ბრძანების 1 ლი- მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი არიან გაეცნონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს დადგენილ ფარგლებში მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე.
მუხლი 5 . ამ ბრძანების 1 -ლი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობით მიღებული ინფორმაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე
დანართი №1
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.
4. სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი.
5. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი და უფროსის მოადგილე.
დანართი №2
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) თავმჯდომარე.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები.
3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამსახურის მოსამსახურეები.
4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის მოსამსახურეები.
5. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები.
6. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის მოსამსახურეები.
7. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო სამსახურის მოსამსახურეები.
8. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების დირექტორები.
9. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეები.
10. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სოციალური განყოფილებების მოსამსახურეები.
11. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები.
დანართი №3
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) უფროსი.
2. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
3. სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო ანალიზის, კონტროლისა და მომარაგების სამმართველოს უფროსი.
4. სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.
5. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები .
6. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული ექიმი ან ექიმთა ჯგუფი .
7. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის წევრები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები