„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016740
147
29/11/2016
ვებგვერდი, 30/11/2016
100110000.22.038.016740
„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №147

2016 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/05/2011, 100110000.22.038.016046) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე და გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.“.

2. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორი.

2. დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები იქნეს ამოღებული;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების (შემდეგში დაწესებულება) დირექტორები და მათი მოადგილეები.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები.“;

ე) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების იურისტი.“.

3. ბრძანების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი №3-ის მე-6 პუნქტი იქნეს ამოღებული.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი