სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-3/154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16(23), 09/04/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 020012003.51(2).05.000499
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-3/154
31/03/1999
სსმ, 16(23), 09/04/1999
020012003.51(2).05.000499
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/04/1999 - 30/08/1999)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                                        020.012.003.512

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/154              

1999 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონის შესაბამისად და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის  ფორმით გადაცემის შესახებ თანდართული დებულება.

2. დაევალოს სამინისტროს:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს, უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადასცემის  შესახებ თანდართული დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი  წესის შესაბამისად;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის  შესახებ დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ "მესაკუთრეში" გამოქვეყნება.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის  შესახებ დებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის  შესახებ დებულების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს:

ა) 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/548 ბრძანება "სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე".

ბ) 1998 წლის 15 სექტემბრის №1-3/611 ბრძანება "სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1- 3/548 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ი.ქავთარაძეს და მინისტრის მოადგილეს ბატონ მ. გაბუნიას.

მ. უკლება

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის  შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს  დებულება შემუშავებულია "საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადაცემის  წესს.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გაცემის მიზანია სააქციო საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გაცემას ახორციელებს მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების საკონკურსო პირობები დგინდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლება, კონკურსით შეიძლება გადეცეს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადაცემის საკითხს იხილავს მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია (შემდგომში _ კომისია), რომელიც იქმნება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის, ეკონომიკის, ფინანსთა, იუსტიციის, შესაბამისი სამინისტროების, უწყებების და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

    მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის ორგანიზება

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადაცემის ორგანიზებას ახორციელებს კომისია.

2. კომისია შეიმუშავებს თავისი მუშაობის რეგლამენტს, რასაც ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი.

3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

5. საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

6. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საწარმოების აქციების მართვის უფლებით გადაცემაზე კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის  1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ინფორმაციის გამოქვეყნებას ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში, მათ შორის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში";

ბ) ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;

გ) ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებზე უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებზე საქართველოში.

7. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გამცემის დასახელება;

ბ) საკონკურსო პირობებს;

გ) სააქციო საზოგადოების დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

დ) სააქციო საზოგადოების კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს;

ე) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

ვ) სახელმწიფოს წილის ოდენობას სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში;

ზ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;

თ) საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო პირობად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა.

8. კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს.

9. მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგინეს განაცხადები კონკურსში მონაწილეობაზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას კონკურსის დაწყების მომენტამდე.

    მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის წესი

1. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით.

2. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარებს კონკურსის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების მიღებაში დაინტერესებული პირი განაცხადით მიმართავს კომისიას.

4. დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებულ განაცხადს, რომელშიც სავალდებულოა აისახოს თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობების შესრულებაზე, თან ერთვის:

ა) სააქციო საზოგადოების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისათვის საჭირო საინვესტიციო პროგრამა;

ბ) შესაბამისი ვალდებულებები საკონკურსო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით;

გ) საბანკო და ფინანსური გარანტიები.

5. დადგენილ დღეს და საათზე, კომისიის სხდომაზე იხსნება კონვერტები შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილეს წინადადებები არ პასუხობს კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში.

6. კომისია კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმიდან გამომდინარე. კონკურსში გამარჯვებულალ ცხადდება მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს.

7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კომისია გადასცემს შეჯამებულ ოქმს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.

    მუხლი 4. გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 20 კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო გამარჯვებულ მონაწილესთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება აქციების მართვის უფლების მქონე პირის მიერ.

2. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს საკონკურსო პირობებით გათვლისწინებულ მოთხოვნებს, სააქციო საზოგადოების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისათვის საჭირო საინვესტიციო პროგრამით გათვლისწინებულ ვალდებულებებს, შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე და ამ დებულების მე-5 მუხლის მოთხოვნებით გათვლისწინებულ საჯარიმო სანქციებს.

    მუხი 5. აქციების მართვის უფლების მქონე პირის პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების მქონე პირი ყოველ 6 თვეში ერთხელ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარმოადგენს ანგარიშს ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე გაყიდოს, გაცვალოს, გააქირაოს, გირაოში ჩადოს სახელმწიფო ქონება, ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

3. საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში აქციების მართვის უფლების მქონე პირი ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ჯარიმდება გადაცემული აქციების საერთო ღირებულების 10%-ით.

4. საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ, აქციების მართვის უფლების მქონე პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.

    მუხლი 6. გარიგებათა ბათილად ცნობა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების ხელშეკრულებით გათვლისწინებულ პირობებთან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება სასამართლოს მიერ.