„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1-3/152 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით პრივატიზების შესახებ“, №1-3/153 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1-3/154 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ“ დებულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-3/558
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 02/09/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44(51), 16/09/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 26/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.834
  • Word
1-3/558
02/09/1999
სსმ, 44(51), 16/09/1999
020.012.003.834
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1-3/152 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით პრივატიზების შესახებ“, №1-3/153 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1-3/154 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ“ დებულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ“
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.834

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება 1-3/558

1999 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წ. 31 მარტის 1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ", 1-3/152 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით პრივატიზების შესახებ", 1-3/153 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", 1-3/154 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ" დებულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

"სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ვბრძანებ:

    მუხლი 1.

შეტანილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წ. 31 მარტის 1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ", 1-3/152 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით პრივატიზების შესახებ", №1-3/153 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", 1-3/154 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ" დებულებებში შემდეგი სახის ცვლილებები:

1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის 1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში "მყიდველი" იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება დარჩენილი გადაუხდელი თანხის და/ან დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით.

2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წ. 31 მარტის 1-3/152 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მოიჯარე იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0.1%-ით.".

3. სახლმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წ. 31 მარტის 1-3/153 ბრძანებით დამტკიცებული "სახლმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში "მყიდველი" იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება დარჩენილი გადაუხდელი თანხის და/ან დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით.

4. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წ. 31 მარტის 1-3/154 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ" დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში აქციების მართვის უფლების მქონე პირი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება გადაცემული აქციების დარჩენილი საერთო ღირებულების და/ან დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3.

დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ზემოთ მოცემული ცვლილებების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია 2 დღის ვადაში დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 4.

დაევალოს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტს ზემოთ მოცემული ცვლილებების გამოქვეყნება გაზეთ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა" და გაზეთ "მესაკუთრეში" 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ; ასევე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისადმი დაგზავნა.

    მუხლი 5.

კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ბ-ნ ა. ჩარგეიშვილს.

მ. უკლება