საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ

  • Word
საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 07/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 430050000.11.101.004874
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
178
27/07/2001
სსმ, 82, 07/08/2001
430050000.11.101.004874
საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ
საქართველოს განათლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2001 - 17/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.11.101.004.874

საქართველოს განათლების მინისტრის

ბრძანება №178

2001 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირობების შემოღების შესახებ

საქართველოს “განათლების შესახებ” კანონის III თავის, მე-18 მუხლის, 3 “ე” და 3 “ზ” პუნქტების შესაბამისად, მოსწავლეთათვის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის საქმეში არსებული ნაკლოვანებების აღკვეთის მიზნით, ვბრძანებ:

1. საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე დაშვებულ იქნენ საშუალო სკოლის მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც მიმდინარე წლის 1 იანვარს შეუსრულდათ არანაკლებ 16 წელი და:

ა) დამთავრებული აქვთ X და XI კლასი საქართველოს (ან სხვა რომელიმე ქვეყნის) სკოლაში;

ბ) ან დამთავრებული აქვთ XI ან XII კლასი საზღვარგარეთ (გარდა დსთ-ის ქვეყნებისა).

2. I პუნქტის პუნქტში აღნიშნული მოსწავლეები ატესტაციის მისაღებად აბარებენ გამოსაშვებ გამოცდებს სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით.

3. I პუნქტის ქვეპუნქტში აღნიშნული მოსწავლეები აბარებენ გამოცდებს სამინისტროს სპეციალურ საგამოცდო კომისიას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში.

4. ამ ბრძანების მიღებასთან დაკავშირებით, გაუქმდეს საქართველოს განათლების სამინისტროს 1997 წლის 11.06 № 322 ბრძანება.

5.ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების (გიმნაზიების, ლიცეუმების, კოლეჯების) დირექტორებმა და განათლების ორგანოებმა მკაცრად დაიცვან აღნიშნული ბრძანების მოთხოვნები.

6. აღნიშნული ბრძანება არ ვრცელდება ექსტერნის წესით გამოცდების ჩამბარებელ მოსწავლეებზე.

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო განათლების სამმართველოს (კ. სუჯაშვილი) და საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს (გ. მაჩაბელი).

8. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.

9. ბრძანება დაეგზავნოთ განათლების ადგილობრივ ორგანოებს და გამოქვეყნდეს გაზეთ “ახალ განათლებაში”.

ალ. კარტოზია