ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 27/07/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 010270000.11.106.004862
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
273
20/07/2001
სსმ, 79, 27/07/2001
010270000.11.106.004862
ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/07/2001 - 06/08/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.11.106.004.862

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 273

2001 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციის ღონისძიებათა სრულყოფილად განხორციელების მიზნით, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს ქ.თბილისის გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან მეხუთე კვირის ხუთშაბათი დღე.

2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს (თ. დევდარიანს) უზრუნველყოს ამ ბრძანებით ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მოსამსახურეთა გათავისუფლების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ქ.თბილისის გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (კომისის თავმჯდომარე);

თინათინ დევდარიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;

ლევან ქოჩქიანი –          საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსი;

ბეჟან კალანდაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი;

მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების უფროსი;

4. სალიკვიდაციო კომისიამ კომისიის წევრის სტატუსის მქონე კონკრეტული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების გამგეებთან და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილ პირებთან ერთად კოორდინირებულად განახორციელოს:

ა) პრესის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო კომისიისათვის მიმართვის წესისა და პირობების თაობაზე. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან;

ბ) ქ. თბილისის ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, ისნის, სამგორის, გლდანის, ნაძალადევის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ინვენტარიზაცია, ქონების ნაწილის გადაცემა ახლად შექმნილი განყოფილებების მფლობელობაში, ხოლო ნაწილის – არსებული ქონების მესაკუთრეთათვის.

გ) კონტროლი აღნიშნული განყოფილებების საარქივო მასალების საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივებისადმი გადაცემაზე და ორგანიზება გაუწიოს ახლად შექმნილი ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1, №2, №3, №4 და №5 განყოფილებებისათვის იმ საქმეების გადაბარებას, რომელთა ადგილზე შენახვის ვადა ჯერ არ არის გასული.

5. კომისიის მუშაობისათვის საჭირო თანხები გამოიყოფა სამინისტროს სპეციალური ანგარიშებიდან.

6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ოქრუაშვილს.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი