“კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ ინსტრუქციის” თაობაზე

  • Word
“კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ ინსტრუქციის” თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 18/07/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 200110000.11.114.004856
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
568
11/07/2001
სსმ, 77, 18/07/2001
200110000.11.114.004856
“კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ ინსტრუქციის” თაობაზე
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/07/2001 - 13/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.11.114.004.856

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება 568

2001 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

“კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ ინსტრუქციის” თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და მე-4 კარის, აგრეთვე 227-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული “ინსტრუქცია კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი

დანართი

ინსტრუქცია კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ

 “უცხოური ინვესტიციების შესახებ” 1995 წლის 30 ივნისის №777-IIს საქართველოს რესპუბლიკის კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათების მოქმედების ვადა “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” 1996 წლის 12 ნოემბრის №473-Iს საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განისაზღვრა საწარმოთა მიერ უცხოური ინვესტიციების ლიცენზიის აღებიდან 5 წელი.

მოცემული ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული შეღავათების მქონე საწარმოებში განისაზღვროს დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგი წესი:

1. შეღავათების ვადის გასვლის დღისათვის არსებული სასაქონლო ნაშთების, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით და აქციზით დაბეგვრის შეღავათების გარეშე მოქმედი რეჟიმით (ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულებით შემცირების გარეშე).

2. შეღავათების ვადის გასვლის დღემდე გადატვირთულ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე), რომლის დასაბეგრი ოპერაციის დრო დგება შეღავათების ვადის გასვლის შემდეგ, დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ-ისა და აქციზის თანხები განისაზღვრება მყიდველებისათვის წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით.

3. შეღავათების ვადის გასვლის დღისათვის საწარმოებში არსებულ გაუხარჯავ და მზა პროდუქციის ნაშთებზე გამოყენებულ აქციზურ მარკებზე, რომელზეც გადახდილია მხოლოდ მისი ნომინალური ღირებულება ან აქციზის ნაწილი, საწარმოს გადახდება აქციზის სრულ თანხასა და აღნიშნულ თანხას შორის სხვაობა. ასევე, შეღავათების ვადის გასვლის დღემდე გადატვირთულ და გაუნაღდებელ საქონელზე, რომელზეც არ არის გასული გადატვირთვიდან 90 დღე, გადახდება აქციზური მარკების ღირებულება, რომელიც დაფიქსირებულია მყიდველისათვის წარდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში, მისი ნომინალური ღირებულებისა და აქციზის ნაწილის გამოკლებით, მათი გადახდის შემთხვევაში.

4. წინამდებარე ინსტრუქციის 1-3 პუნქტებში მოცემული დებულებების შესრულების მიზნით, საგადასახადო ინსპექციები უზრუნველყოფენ შეღავათიანი რეჟიმის მოქმედების ვადის გასვლის დღეს საწარმოებში:

ა) შეღავათების ვადის გასვლის დღისათვის საწარმოში არსებული სასაქონლო ნაშთების, მათ შორის საწარმოს მიერ შეღავათიანი რეჟიმით შემოტანილი სასაქონლო ნაშთების, გადატვირთული საქონლის, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მითითებით), აქციზური მარკების ნაშთების, აქციზური მარკებით ნიშანდებული მზა პროდუქციის ნაშთების ინვენტარიზაციის ჩატარებას და შედეგების გაფორმებას დადგენილი წესით;

ბ) შეღავათების ვადის გასვლის დღემდე გადატვირთული აქციზური მარკით ნიშანდებული საქონლის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მითითებით), რომლის ღირებულება არ არის განაღდებული, ან არ არის გასული გადატვირთვიდან 90 დღე, ინვენტარიზაციის ჩატარებას და შედეგების გაფორმებას დადგენილი წესით.