დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნარკოტიკულ საშუალებებზე შესასყიდი ფასების დადგენისა და საბითუმო და საცალო ფასების რეგულირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 241/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 28/06/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.11.119.004829 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/06/2001 - 13/10/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.829
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №241/ნ
2001 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
ნარკოტიკულ საშუალებებზე შესასყიდი ფასების დადგენისა და საბითუმო და საცალო ფასების რეგულირების შესახებ
საქართველოს კანონის “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანების “იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების), ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებებზე სპეციალური ლიცენზიის მქონე ფარმაცევტული ბაზებისათვის შესასყიდი ფასი დადგინდეს №1 დანართის მიხედვით.
2. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევაზე სპეციალური ლიცენზიის მქონე ფარმაცევტულმა საბითუმო დაწესებულებებმა უზრუნველყონ ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დროული შემოტანა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში და მათი შეუფერხებელი რეალიზება სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებზე საბითუმო ფასით.
3. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევაზე საბითუმო ფასი არის №1 დანართის მიხედვით დადგენილი შესასყიდი ფასი (საქართველოში შემოტანისა და საბაჟო გადასახდელი ხარჯების ჩათვლით) 10%-იანი დარიცხვით.
4. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევაზე სპეციალური ლიცენზიის მქონე საცალო ქსელის ფარმაცევტული დაწესებულებებისათვის სარეალიზაციო ფასი ნარკოტიკულ საშუალებებზე არის საბითუმო ფასი 15%-იანი დარიცხვით.
5. ტრანსპორტირებასთან და დაცვასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისროს დამკვეთს (ჯანდაცვის რეგიონალურ ორგანოებს) სპეციალური ლიცენზიის მქონე ფარმაცევტულ დაწესებულებებთან (ბაზა, აფთიაქი) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
დანართი №1
ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა შესასყიდი ფასი
|
|
| მწარმოებელი უცხოური ფირმების დასახელება |
| |
|
| ნარკოტიკული საშუალებების დასახელება | ნიკომედი (დანია) | ზდოროვიე ნაროდუ(უკრაინა) | სლოვაკოფარმა(სლოვენია) |
| 1 | მორფინისჰ/ქ 5მგ 2მლ ამპ | 0.20* | 0.22* |
|
| 2 | მორფინი ტაბ 10მგ | 0.05* |
|
|
| 3 | მორფინი ტაბ 30მგ | 0.06* |
|
|
| 4 | ტრამალი 50მგ ტაბ |
|
| 0.055* |
| 5 | ტრამალი 100მგ 2მლ ამპ |
|
| 0.234* |
| 6 | პრომედოლი2% 1მლ ამპ |
| 0.37* |
|
| 7 | ომნოპონი 1% 1მლ ამპ |
| 0.22* |
|
*ნომინალური სიდიდეები მოცემულია აშშ დოლარში. შესასყიდი ფასი განისაზღვრება ლარებში იმპორტის განხორციელების დროისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები