დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 24/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 30/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300390000.14.011.006087 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2003 - 27/11/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.14.011.006.087
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)
დადგენილება �18
2003 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დებულების დამტკიცების შესახებ
�დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ� საქართველოს კანონის და �ელექტრონერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სემეკმა დაადგინა:
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დებულება;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს �საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ� სემეკის 2001 წლის 6 მარტის �2 დადგენილება და �საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული სემეკის დებულების დამტკიცების შესახებ� სემეკის 2003 წლის 20 მაისის �7 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
თავმჯდომარე დ. მირცხულავა
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება
კარი I
ზოგადი დებულებანი
თავი I
სემეკის სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
��� მუხლი 1.
1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შექმნილია �ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� და �დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ� საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანოს, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოების, უწყებებისა და ორგანიზაციებისგან.
2. სემეკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. სემეკს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები ბანკში, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში.
4. სემეკის საქმიანობის დაფინანსების ძირითადი წყაროა ლიცენზიატების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური.
5. სემეკი ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს. სემეკის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვისაც.
6. სემეკის იურიდიული მისამართია: 380077, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. �45, ტელ.: 25-33-95; ფაქსი: 25-33-97; ვებ-გვერდი: www.gnerc.org; ელ-ფოსტა: gnerc@caucasus.net.
��� მუხლი 2.
სემეკის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, შეჩერება ან/და გაუქმება, გარდა �ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა;
ბ) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა და რეგულირება;
გ) ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;
დ) ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
ე) ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების გამოყენების ხელშეწყობა;
ვ) საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატების საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
ზ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობა;
თ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებს შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
კ) ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია;
ლ) ელექტრობაზრის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპენტენციის ფარგლებში და შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სესბის აღმასრულებელი საბჭოს, გენერალური დირექტორის, წლიური ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და საწევრო შენატანების ოდენობის დამტკიცება;
მ) პირდაპირი კონტრაქტებით ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვის, აგრეთვე, იმპორტ-ექსპორტის კვოტების დაწესება და რეგულირება ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსების პრინციპის შესაბამისად;
ნ) ლიცენზიატის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების შეწყვეტაზე, შემცირებაზე ან გაზრდაზე, უფლების გაცემა;
ო) ელექტროენერგეტის სექტორის ლიცენზიატთა და პირდაპირ მომხმარებელთა მრიცხველების ინსპექტირება;
პ) `ელექტროენერგეტიკისა დ ბუნებრივი გაზის შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით ლიცენზიატის შემდეგი საქმიანობების დამტკიცება, არ დამტკიცება ან შეზღუდვა:
პ.ა) `ელექტროენერგეტიკისა დ ბუნებრივი გაზის შესახებ~ საქართველოს კანონით ლიცენზირებადი საქმიანობების შერწყმა, ძირითადი საშუალებებისა და აქციების შეძენა ან/და გასხვისება;
პ.ბ) ლიცენზიატის საქმიანობის სფეროს გაფართოება;����������
პ.გ) ლიცენზიატის სტრუქტურის რეორგანიზაცია, საკუთრების ან/და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების შეცვლა;
პ.დ) ლიცენზიატზე გაცემული ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა.
ჟ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ექსპორტის და იმპორტის ლიცენზიატის მიერ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებების დამტკიცება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
რ) ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ მომხმარებლისთვის ან/და სხვა ლიცენზიატისთვის მომსახურების გაწევის პირობებისა და წესების დამტკიცება;
ს) ელექტოენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების მიერ შემუშავებული მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადების, დაგზავნის, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურების დამტკიცება;
��� მუხლი 3.
სემეკი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებისგან, დაწესებულებებისგან, სახელმწიფო და კერძო საწარმოებისგან, ფიზიკური პირებისგან, აგრეთვე თანამდებობის პირებისგან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა სემეკისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად;
ბ) თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, მიიღოს სამართლებრივი აქტები - სემეკის გადაწყვეტილებები და დადგენილებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში სამართალურთიერთობის ყველა სუბიექტისთვის;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და შეძენის მიზნით, საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარებულ შეხვედრებსა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი წესით მიავლინოს სემეკის აპარატის თანამშრომლები;
დ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი სამუშაო ჯგუფები;
ე) გაწევრიანდეს და ითანამშრომლოს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
ვ) უზრუნველყოს სემეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მუშაკთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ზ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩლის ან მოპასუხის როლში;
თ) ორგანიზება და კოორდინaცია გაუკეთოს ნებაყოფლობით და სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით;
ი) უზრუნველყოს მის მიერ მიღებული ყველა დადგენილების, გადაწყვეტილების, ბრძანების, ჩანაწერის, სხვა დოკუმენტის და გაცემული ნებართვის საჯარო განხილვის შესაძლებლობა, გარდა საიდუმლო ინფორმაციისა;
კ) ოფიციალურად განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
სემეკის მართვა, ფინანსები და ქონება
��� მუხლი 4.
1. სემეკი შედგება სამი წევრისგან, რომელთაც 6 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. სემეკის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს სემეკის თავმჯდომარედ. სემეკის წევრი კომისიის თავჯდომარის წარდგინებით ინიშნება ექვსი წლით. სემეკის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ სემეკის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პრეზიდენტი სემეკის თავჯდომარის წარდგინებით ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით.
2. სემეკის წევრი ვალდებულია სემეკში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია სემეკში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.
3. სემეკი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც სამართლებრივი აქტების მიღება ხდება კენჭისყრის პრინციპით, ხმათა უმრავლესობით.
4. სემეკის სამივე წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
5. სემეკის სხდომაზე საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუ მას ესწრება სემეკის ორი წევრი მაინც.
6. განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა სემეკის არანაკლებ ორმა წევრმა. სემეკის წევრს თავშეკავების უფლება არა აქვს. სემეკის წევრის განსხვავებული პოზიცია საკითხის მიმართ ფიქსირდება სემეკის სხდომის ოქმში.
7.სემეკის თავმჯდომარე:
ა) პასუხისმგებელია სემეკისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე;
ბ) ამტკიცებს სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასების ოდენობას;
გ) ნიშნავს და ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს სემეკის წევრებთან შეთანხმებით;
დ) სემეკის კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, ბრძანებას;
ე) განკარგავს სემეკის ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) უძღება სემეკის სხდომებს და პასუხისმგებელია სემეკის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვასა და მათ გამოქვეყნებაზე;
ზ) წარმოადგენს სემეკს საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებში.
8. სემეკის წევრის უფლებამოსილებანი:
ა) თავმჯდომრის არყოფნის დროს მისი ბრძანებით შეასრულოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები;
ბ) დადგენილი წესით განახორციელოს მიმოწერა;
გ) გასცეს შესაბამისი დავალებები სემეკის აპარატის თანამშრომლებზე;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად მიიღოს და იმუშაოს ლიცენზიატის დოკუმენტაციასა და პერსონალთან.
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციები.
9. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სემეკს ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სემეკის თავმჯდომარე სემეკის წევრებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სემეკის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება სემეკის აპარატის თანამშრომლებზე. სემეკის აპარატის საქმიანობას კოორდანიციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი.
10. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) კოორდინაციას უწევს სემეკის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ადგენს სემეკის სხდომების დღის წესრიგს, უზრუნველყოფს სემეკს მისი საქმიანობისთვის საჭირო მასალებით და ინფორმაციით;
გ) წარუდგენს სემეკის თავმჯდომარეს ინფორმაციას სემეკის სხდომების დღის წესრიგში შესატანი საკითხის შესახებ;
დ) ხელმძღვანელობს სემეკის ბიუჯეტის მომზადებას, რეგულირების საფასურის გაანგარიშებას, რეგულირების საფასურის გადახდაზე ლიცენზიატებთან შეთანხმებული გრაფიკის შემუშავებას, აკონტროლებს ლიცენზიატების მიერ რეგულირების საფასურის დროულ გადახდას, უზრუნველყოფს სემეკის ანგარიშების მომზადებას;
ე) სემეკის თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი წარდგინებით შესაბამისი თანამშრომლის წახალისებისა და დისციპლინური წესით დასჯის წინადადებებს;
ვ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საერთო განყოფილებას, ბუღალტერიასა და სამეურნეო განყოფილებას.
ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ანგარიშების საფუძველზე უზრუნველყოფს სემეკის წლიური ანგარიშის მომზადებას.
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მიმოწერას, აგრეთვე სემეკის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
11. სემეკის აპარატის თანამშრომლების შერჩევა ხორციელდება საკონკურსო წესით, ხოლო მიღება _ ხელშეკრულების საფუძველზე.
12. შრომით ხელშეკრულებებს აპარატის თანამშრომლებთან აფორმებს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს სემეკის თავმჯდომარე. თავმჯდომარის რწმუნებით აპარატის თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებების გაფორმება შეუძლია აღმასრულებელ დირექტორს.
13. სემეკის აპარატის საშტატო განრიგი მტკიცდება სემეკის გადაწყვეტილებით.
1.��� სემეკის ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა ლიცენზიატებისგან მიღებული რეგულირების საფასური.
2. რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესი და გადახდის პირობები დგინდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის დადგენილებით.
3. სემეკი ყოველი წლის 1 ოქტომბრისთვის ამტკიცებს შემდეგი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს სემეკის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. სემეკი ვალდებულია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თავისი ბიუჯეტი.
4.��� რეგულირების საფასური ჩაირიცხება სემეკის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ სემეკი. წლის განმავლობაში სემეკის მიერ გამოუყენებელი თანხები გადაიტანება შემდგომი წლის ანგარიშზე, ამ წლის რეგულირების საფასურის შესაბამისი შემცირებით. სემეკი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაშ�ი აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხორციელდება შემდეგი წლის რეგულირების საფასურიდან.
5. დასაშვებია სემეკის დასაფინანსებლად გრანტებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრების გამოყენება.
6.��� რეგულირების საფასური შედის ლიცენზიატის მიერ წარმოებული პროდუქციისა და/ან გაწეული მომსახურების ღირებულებაში.
7.��� სემეკი ყოველწლიურად, 31 მარტამდე ამზადებს და აქვეყნებს გასული წლის ფინანსურ ანგარიშს.
1. სემეკის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება სემეკის დამოუკიდებელ ბალანსში.
2. სემეკის ლიკვიდაციის შემთხვევაში სემეკის ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
კარი II
სემეკის აპარატის სტრუქტურული ერთეულები
თავი III
ზოგადი დებულებანი
��� მუხლი 7.
1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტი;
ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი;
გ) ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტი;
დ) იურიდიული დეპარტამენტი;
ე) მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი;
ზ) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი;
თ) სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო;
ი) თავმჯდომარის აპარატი;
კ) საერთო განყოფილება;
ლ) ბუღალტერია;
მ) სამეურნეო განყოფილება.
2. დეპარტამენტში შეიძლება არსებობდეს სამმართველოები.
3. სერტიფიკაციის ცენტრალურ ორგანოს და დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ დირექტორები, განყოფილებებს - გამგეები, ბუღალტერიას - მთავარი ბუღალტერი, ხოლო თავმჯდომარის აპარატს და სამმართველოებს უფროსები.
4. სემეკის აპარატის სტრუქტურული ერთეულების და მათი ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და მათ�ი დებულება ცალკე არ მტკიცდება.
5. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად სემეკის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში, შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საშტატო განრიგი და ბიუჯეტი მტკიცდება სემეკის მიერ. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება ღია კონკურსის წესით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში ფორმდება სემეკის თავმჯდომარის ბრძანებით.
��� მუხლი 8.
1. სემეკის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) განსაზღვრავს დაქვემდებარებაში მყოფი ყოველი საშტატო ერთეულის ფუნქციურ მოვალეობას;
ბ) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სემეკის წევრების დავალებათა შესაბამისად;
გ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის და უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ მუშაობას;
ე) ხელს აწერს ან უკეთებს ვიზირებას სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს სემეკს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის კვარტალურ და წლიურ, ასევე სემეკის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურული ერთეულის სახელით ახორციელებს ახორციელებს მიმოწერას, აგრეთვე სემეკის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამმართველოს) უფროსი:
ა) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების სათანადო შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს სამმართველოს მუშაკებს შორის სამუშაოს და უზრუნველყოფს მის ხარისხიანად და დროულად შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან უკეთებს ვიზირებას სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სემეკის თავმჯდომარის ბრძანებით მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამმართველოს) უფროსი, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ამ სტრუქტურულ ერთეულში ყველაზე მაღალი წოდების თანამშრომელი.
თავი IV
ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი
��� მუხლი 9.
1. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ლიცენზირების სამმართველო;
ბ) ტექნიკური სამმართველო.
2. ლიცენზირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა, დასკვნის მომზადება და სემეკის აპარატის სხვა დეპარტამენტებისგან ამ საკითხებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მოპოვება;
ბ) ელექტროენერგეტიკის სექტორში შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე, მოდიფიცირებაზე, შეჩერებასა და შეწყვეტაზე საკითხების მომზადება სემეკის სხდომაზე განსახილველად;
გ) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატების ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი და შემოწმების განხორციელება. აგრეთვე, ლიცენზიების პირობების დარღვევისთვის შესაბამისი ოქმების შედგენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად სემეკის სხდომისთვის წინადადებების შემუშავება;
დ) რეგულირების საფასურის გადახდაზე ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატებთან შეთანხმებული გრაფიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) ელექტროენერგეტიკის სექტორის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი და საქართველოს ნორმატიული აქტების ოფოციალური ბეჭვდითი ორგანოსთვის ახალი მონაცემების შესახებ შესაბამისი ამონაწერის გადაგზავნა.
3. ტექნიკური სამმართველოს ძირით�ადი ფუნქციებია:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატების მიერ ან სემეკის ინიციატივით ტექნიკური და კომერციული დანაკარგების დადგენაზე წარმოდგენილი მოთხოვნების და შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება;
ბ) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატებს შორის და/ან ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებლებს შორის წარმოშობილ სადავო საკითხების სემეკის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) პირდაპირ ხელშეკრულებებთან და მათ კვოტებთან დაკავშირებული საკითხების მომზადება სემეკის სხდომაზე განსახილველად;
ე) ელექტროენერგეტიკის სექტორის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და სრულყოფა;
ვ) ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი ლიცენზიატების მიერ, დადგენილი წესით, წარმოდგენილი ტექნიკური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, სემეკისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება.
თავი V
ბუნებრივი გაზის დეპარატამენტი
��� მუხლი 10.
1. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ლიცენზირების სამმართველო;
ბ) ტექნიკური სამმართველო.
გ) ლიცენზირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
2. ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა, დასკვნის მომზადება და სემეკის აპარატის სხვა დეპარტამენტებისგან ამ საკითხებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მოპოვება;
ა) ბუნებრივი გაზის სექტორში შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე, მოდიფიცირებაზე, შეჩერებასა და შეწყვეტაზე საკითხების მომზადება სემეკის სხდომაზე განსახილველად;
ბ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი და შემოწმების განხორციელება. აგრეთვე, ლიცენზიების პირობების დარღვევისთვის შესაბამისი ოქმების შედგენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად სემეკის სხდომისთვის წინადადებების შემუშავება;
გ) ყოველწლიური რეგულირების საფასურის გადახდაზე ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებთან შეთანხმებული გრაფიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) ბუნებრივი გაზის სექტორის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი და საქართველოს ნორმატიული აქტების ოფოციალური ბეჭვდითი ორგანოსთვის ახალი მონაცემების შესახებ შესაბამისი ამონაწერის გადაგზავნა.
3. ტექნიკური სამმართველოს ძირით�ადი ფუნქციებია:
ა) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ ან სემეკის ინიციატივით ტექნიკური და კომერციული დანაკარგების დადგენაზე წარმოდგენილი მოთხოვნების და შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება;
ბ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს შორის და/ან ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებლებს შორის წარმოშობილ სადავო საკითხების სემეკის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
დ) ბუნებრივი გაზის სექტორის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და სრულყოფა;
ე) ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ლიცენზიატების, მიერ დადგენილი წესით, წარმოდგენილი ტექნიკური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, სემეკისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება.
თავი VI
ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტი
��� მუხლი 11.
1. ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ელექტროენერგეტიკის სამმართველო;
ბ) ბუნებრივი გაზის სამმართველო.
2. ელექტროენერგეტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების და თანდართული მასალების ანალიზი და შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება სემეკის სხდომაზე განსახილველად;
ბ) ტარიფების დასადგენად, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისა და მონიტორინგისთვის აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად სათანადო ფორმების მათთვის დაგზავნა;
გ) კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი ლიცენზიატების მიერ, დადგენილი წესით, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, სემეკისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ვ) ელექტროენერგეტიკის სექტორში ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება, ანალიზი და სრულყოფა, მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად;
3. ბუნებრივი გაზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების და თანდართული მასალების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება სემეკის სხდომაზე განსახილველად;
ბ) ტარიფების დასადგენად, აგრეთვე ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისა და მონიტორინგისთვის აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად სათანადო ფორმების მათთვის დაგზავნა;
გ) კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ლიცენზიატების მიერ, დადგენილი, წესით წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, სემეკისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება.
ვ) ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება, ანალიზი და სრულყოფა, მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად;
თავი VII
იურიდიული დეპარტამენტი
��� მუხლი 12.
1. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) იურიდიული სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.
2. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა)���� ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) �� სემეკის გადაწყვეტილების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ)��� ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში დასაქმებულ ლიცენზიატთა მიერ ლიცენზიის პირობების, სემეკის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგი;
დ) ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხებზე დასკვნების მომზადება და განიხილვაში მონაწილეობა.
3. სამართლებრივი უზრუნვეყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სემეკის ნორმატიული აქტის პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით მათი მიღების უზრუნველყოფა;
ბ)��� ლიცენზიატების მიერ ინვესტორებთან დასადები ხელშეკრულებების პროექტებისთვის რეკომენდაციების მომზადება;
გ) სემეკის აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
დ) შესაბამისი რწმუნების საფუძველზე, სემეკის წარმოდგენა სასამართლო ორგანოებში.
თავი VIII
მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
��� მუხლი 13.
მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედი ლიცენზიატების მიერ სემეკში წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამების განხილვა;
გ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერებისა და გაუქმების წესების, აგრეთვე ექსპორტ-იმპორტის კვოტებისა და სხვა სახის მეთოდოლოგიური საკითხების შემუშავება;
დ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მიმდინარე რეფორმების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ე) აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში, ინვესტორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებებით გასაყიდი ელექტროენერგიის კვოტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის მიერ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავებაშ�ი, ანალიზსა და სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
თ) სემეკის ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება. სემეკის აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სემეკის მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
ი) სემეკის ელექტრონული ვებ-გვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სემეკის დადგენილებების, გადაწყვეტილებების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების სხვადასხვა სახის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სემეკში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის, სემეკის ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსება;
კ) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ კომისიებთან, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონულ ასოციაციასთან (ERRA) და აშშ-ს კომუნალური რეგულირების კომისიების ნაციონალურ ასოციაციასთან (NARUC) სემეკის კავშირის უზრუნველყოფა. ენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკითხებზე არსებულ სიახლეებთან და დარგში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
თავი IX
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი
��� მუხლი 14.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სემეკის კომპეტენციის გათვალისწინებით ენერგეტიკის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვა;
ბ) მომხმარებლებსა და ლიცენზიატებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხების განხილვა და მოგვარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში საკითხის სემეკის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. აგრეთვე, სემეკის სხდომების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.
თავი X
საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
��� მუხლი 15.
საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პრეს-დაიჯესტის ფორმით სემეკის გადაწყვეტილებების, სემეკის დღის წესრიგის, ენერგეტიკაში არსებული პრობლემების, სემეკისა და აპარატის საქმიანობის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მაქსიმალური გამჭვირვალობის დანერგვა;
ბ) ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესების მოკლე ანოტაციის მომზადება და გავრცელება;
გ) პრესკონფერენციების მოწყობა;
დ) პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, სემეკის კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირება. ენერგეტიკაში არსებული პრობლემების, სემეკისა და აპარატის საქმიანობის გაშუქება პრესითა და ტელევიზიით, სოციოლოგიური გამოკვლევების ჩატარება;
ე) სემეკის საჯარო სხდომებზე მასმედიის მოწვევა;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებთან და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციებთან სემეკის კავშირის უზრუნველყოფა;
ზ) საზოგადოებასა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მომხმრებლებს, ლიცენზიატებსა თუ უწყების წარმომადგენლებს შორის დიალოგების მოწყობა და ამით, არსებული პრობლემების კონსტრუქციულად მოგვარებაში წვლილის შეტანა;
თ) ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების გაზრდისა და გაღრმავების ხელშეწყობა;
ი) არასამთავრობო და პროფესიულ ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება, და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება სემეკის კომპეტენციის გათვალისწინებით;
კ) მომხმარებლისთვის და შესაბამისად, მთელი მოსახლეობისთვის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამ სფეროში წამოჭრილი პრობლემების კონსტრუქციულად გადაჭრაში აქტიური მონაწილეობა.
თავი XI
სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო
��� მუხლი 16.
სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანოს ფუნქციებია:
ა) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია, რაც ასევე გულისხმობს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში სემეკის მიერ გაცემული ლიცენზიების მფლობელ საწარმოთა ობიექტების, ენერგომოწყობილობებისა და დანადგარების, პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის, გაზომვის, აღრიცხვის, მართვისა და დაცვის სისტემების და პერსონალის სერტიფიკაციას;
ბ) მონაწილეობის მიღება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში სერტიფიკაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;
გ) სერტიფიკაციის სისტემის ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტების მომზადების კოორდინაცია და შემუშავება;
დ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ობიექტების, მოწყობილობების, დანადგარებისა და კვანძების ნუსხის შედგენა და ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა საქსტანდარტთან ერთად;
ე) წინადადებების შემუშავება სერტიფიკაციის დროს გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტებისა და სისტემის ფუძემდებლური დოკუმენტების სრულყოფის შესახებ;
ვ) ურთიერთობა საქსტანდარტთან, აკრედიტებულ ორგანოებთან, საგამოცდო ლაბორატორიებთან (ცენტრებთან) და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ზ) საქსტანდარტთან ერთად სისტემაში სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაცია და მათი საინსპექციო კონტროლი;
თ) სისტემის მონაწილეთა და სერტიფიცირებულ ობიექტთა რეესტრის წარმოება;
ი) სისტემის მონაწილეთა ინფორმირება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შეცვლის ან ახლის შემოღების შემთხვევაში;
კ) ექსპერტთა მომზადება-გადამზადების ორგანიზაცია საქსტანდარტთან ერთად;
ლ) საჭიროების შემთხვევაში მეთოდური ცენტრის შექმნა;
თავი XII
სემეკის თავმჯდომარის აპარატი
��� მუხლი 17.
თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სემეკის თავმჯდომარის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სემეკის თავმჯდომარის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი;
გ) სემეკის თავმჯდომარესთან გამართული შიდა თათბირების ორგანიზაცია და ოქმების წარმოება;
დ) სემეკის თავმჯდომარის რეზოლუციების პროექტების მომზადება;
ე) სემეკის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.
თავი XIII
ბუღალტერია
��� მუხლი 18. ���
�ბუღალტერიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ბ) შემოსული ფულადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, აგრეთვე, წლის ბოლოს მათი ინვენტარიზაცია;
გ) თანამშრომელთა ხელფასების, მივლინებების და სხვა გასაცემლების ანგარიში და გაცემა;
დ) ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირებთან, მიმწოდებელთან და დამკვეთთან;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტისთვის სახსრების სწორად დარიცხვა და დროული გადარიცხვა;
ვ) სემეკის მიერ განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაციის საბუღალტრო ანგარიშებში ასახვის სისრულის უზრუნველყოფა და კონტროლი;
ზ) ოპერატიული ინფორმაციის და ბუღალტრული ანგარიშების დროული შედგენა და წარდგენა;
თ) ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობების ქონა ბანკთან და საგადასახადო ინსპექციასთან;
ი) დებიტორ-კრედიტორების აღრიცხვა.
თავი XIV
საერთო განყოფილება
��� მუხლი 19.
საერთო განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სემეკის ერთიანი საქმისწარმოების წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სემეკის წევრებისა (სემეკის თავმჯდომარის გარდა) და აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი. სემეკის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქმისწარმოების ორგანიზაციაზე მეთოდური ხელმძღვანელობა;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისა და დისციპლინური გადაცდომის შესახებ დოკუმენტების მომზადება;
ე) სემეკის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხისა და სემეკის სხდომების დღის წესრიგის პროექტების მომზადება;
ვ) სემეკის სხდომების ოქმების გაფორმება და მიღებული სამართლებრივი აქტების ხელმოსაწერად წარდგენა;
ზ) სემეკის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, კორესპონდენციის და სხვადასხვა სახის შეტყობინებების ადრესატებამდე დაგზავნა;
თ) სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცვა-წარმოება და საპენსიო საბუთების გაფორმება;
ი) აპარატის თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის და გათავისუფლების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება;
თავი XV
სამეურნეო განყოფილება
��� მუხლი 20.
ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სემეკისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფა;
ბ) სემეკისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის და შენობის მოვლა-პატრონობა;
გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები