დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია) დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 27/11/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 04/12/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.290.000.14.011.006.204 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.014.011.006.204
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №23
2003 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებლი ეროვნული კომისიის (სემეკ) დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სემეკმა დაადგინა:
მუხლი 1.
„საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დებულების დამტკიცების შესახებ” სემეკის 2003 წლის 24 სექტემბრის №18 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №112 30.09.2003 მუხ. 917) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი;
ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატებს შორის და/ან ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების სემეკის სხდომაზე განსახილველად მომზადება;”
გ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს შორის და/ან ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების სემეკის სხდომაზე განსახილველად მომზადება;”
დ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-14 მუხლი.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
თავმჯდომარე დ. მირცხულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები