საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 05/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000305
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
120
26/06/2000
სსმ, 61, 05/07/2000
000000010.01(2).004.000305
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/07/2000 - 29/08/2000)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.305

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №120

2000 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება იუსტიციის მინისტრს.

2. დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

3. დეპარტმენტის დანიშნულებაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის მართვა.

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

4. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის (შემდგომში – ბიუჯეტი) ფორმირება და განაწილება დადგენილი პრინციპების შესაბამისად;

ბ) ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის და შესაბამისი სამსახურების მოთხოვნების საფუძველზე სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და საფინანსო უზრუნველყოფა, არსებული საწარმოო პოტენციალის განვითარება. აპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაგეგმვა-განხორციელება;

გ) შემოსავალ-გასავლების, სხვა ფინანსური და მატერიალური რესურსების საბუღალტრო აღრიცხვა;

დ) საფინასო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, საფინანსო შემოწმება და ანალიზი.

5. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და არსებული წესით ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; საბიუჯეტო (არასაბიუჯეტო) ხარჯების განხილვა და დამუშავება;

ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ხარჯების გადანაწილება და წარდგენა იუსტიციის მინისტრთან დასამტკიცებლად. გეგმური მაჩვენებლების მიღების შემდეგ ყოველთვიური დაფინანსების ლიმიტის შემუშავება და დამტკიცება;

გ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება; კვარტალური და წლიური საფინასო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროში;

დ) იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფების ცენტრალიზებული მომარაგება ყველა სახის კმაყოფით. კვების პროდუქტებზე, სანივთე ქონებაზე, საწვავ-საპოხ მასალებზე, შეიარაღებაზე, მედიკამენტებზე, მანქანა-მოწყობილებაზე, ტრანსპორტზე, სამშენებლო მასალებსა და სხვა დანარჩენ აუცილებელ საქონელზე განაცხადების ანალიზი და მარკეტინგი;

ე) კონკურსების (ტენდერების) მომზადება და ჩატარება, ხელშეკრულებების განხილვა და გაფორმება მომწოდებელ ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებთან;

ვ) ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება, შესყიდულ მატერიალურ ფასეულობათა იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ ბაზებში (საწყობებში) განთავსება და საბუღალტრო აღრიცხვაზე აყვანა;

ზ) ანალიტიკური და საფინანსო საქმიანობისა და რევიზია-შემოწმებების ჩატარება მინისტრის მიერ დამტკიცებული წლიური პროგრამის შესაბამისად.

თავი III

დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი

6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 7. დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს ბიუჯეტის პროექტის შედგენას წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე;

ბ) საბიუჯეტო პოლიტიკიდან გამომდინარე განსაღვროს იუსტიციის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის მიმართულებები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ორგანიზაცია გაუწიოს მარკეტინგული სამუშაოების ჩატარებას, მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმებას და მათი შესრულების კონტროლს;

დ) განახორციელოს შესაბამისი კონტროლი დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებაზე;

ე) ორგანიზაცია გაუწიოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წლიური პროგრამის შესაბამისად და ცალკეული განკარგულებების საფუძველზე რევიზია-შემოწმებებს.

ვ) ორგანიზაცია გაუწიოს იუსტიციის სამინისტროს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებას, მატერიალური და ფულადი რესურსების დაცვას და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების სისწორის კონტროლს.

8. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტში შემავალ სამსახურებს. დეპარტამენტს ჰყავს მრჩეველები და სპეციალისტები.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა

9. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბიუჯეტო-ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საკონტროლო-სარევიზიო სამმართველო;

დ) მშენებლობის სამმართველო;

ე) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;

10. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოები (ცენტრალური ბაზები, საწყობები).

თავი V

დასკვნითი დებულებანი

11. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღნიშნული დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

12. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს ერბის გამოსახულებით, კუთხოვანი შტამპი და ემბლემა.