დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 15/02/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480010000.11.106.006339 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/02/2004 - 11/10/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.11.106.006.339
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №153
2004 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
�აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა (პარლამენტის უწყებანი, 1997წ., №17-18, გვ. 32, ძალაშია 1997 წლის 3 მაისიდან) და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება (თანდართული).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №118 ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული �საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება� (სსმ III, 2000 წ., №61, მუხ. 565).
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №119 ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული �საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის დებულება� (სსმ III, 2000 წ., №61, მუხ.� 566)
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
1. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში � დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, იუსტიციის სამინისტროს დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პერსპექტიული წლიური გეგმის, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებსა და განყოფილებებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.
4. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები
5. დეპარტამენტის მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) �ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის� 1950 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ საკონტროლო მექანიზმში � ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს (შემდგომში � სასამართლო) პროცედურები სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, სამართალგამოყენებით პრაქტიკასთან, შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ზომების მიღება;
გ) სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების, შესაბამის ორგანოთა რეკომენდაციების შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი;
დ) �ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის� 1950 წლის კონვენციის და ამ სფეროში დადებული სხვა საერთაშორისო აქტების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
ე) ევროპულ სამართალთან საქართველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაცია;
ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
ზ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა:
თ) დსთ-ის ორგანოების სხდომაზე განსახილველი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები მომზადება, დადება და შესრულების ორგანიზება;
კ) ევროსაბჭოს აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაცია;
ლ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
მ) საერთაშორისო შეთანხმებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფა საზღვარგარეთის იუსტიციის ორგანოებთან;
ო) სამინისტროში ჩამოსულ უცხოელთა დელეგაციებისა და ცალკეულ პირთა მიღების ორგანიზაცია;
პ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელით, საქართველოსათვის კრედიტის გამცემი ორგანოებისათვის სამართლებრივი დასკვნის მომზადება.
6. დეპარტამენტის მმართველობის სფეროს ასევე განეკუთვნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანები.
თავი III
დეპარტამენტის კომპეტენცია
7. თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სასამართლოსთან, მის სამდივნოსთან, შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება;
ბ) საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი განცხადებების, გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა და წარმომადგენლისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
გ) მითითებული განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე თარგმნის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის, ხოლო მისი და წარმომადგენლის მითითებით � სხვა დაინტერსებული პირებისათვის მიწოდება;
დ) სასამართლოს მიერ მიღებულ განცხადებებზე და მიმართვებზე სახელმწიფოს პოზიციის და გასაგზავნი პასუხის პროექტის შემუშავება, პროცესში მესამე მხარედ ჩართვის შემთხვევაში კომენტარებს, გენერალური მდივნის მოთხოვნით � ახსნა-განმარტებით, საქართველოს სახელით სახელმწიფოთაშორისო საქმის აღძვრის შესახებ, სასამართლოს პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ მოხსენებების მომზადება, ამისათვის:
� შესაბამისი საერთაშორისო აქტების, სასამართლო პრეცედენტების, შიდა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი;
� სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზციებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, წლიური ანგარიშების და სხვა დოკუმენტების გამოთხოვა, მიღების ორგანიზაცია და დამუშავება;
� სპეციალური საუწყებათაშორისო კომისიების მუშა ჯგუფების საქმიანობის უზრუნველყოფა და ორგანიზაცია, სათანადო უწყებებთან, დაწესებულებებთან, მეცნიერ-სპეციალისტებთან, მოწვეულ ადვოკატებთან კონსულტაციების გამართვა;
ე) სასამართლოს ცალკეული მოთხოვნების ან წინადადებების მიღება და წარმომადგენლისათვის დაუყოვნებლივად მიწოდება, მისი მითითების შესაბამისად მათზე პასუხებისა და მისაწოდებელი დოკუმენტების მომზადება;
ვ) სასამართლოს მიერ საქართველოში წარმოებულ გამოძიებაში მონაწილეობის მიღება და დახმარების აღმოჩენა, მტკიცებულებათა მოპოვების შესახებ მოთხოვნების მომზადება, შესაბამისი ორგანოების წარმომადგენელთა მიღება და მათთან თანამშრომლობა;
ზ) მეგობრული მოგვარების პროცესთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება;
თ) შემუშავებული პოზიციისა და მომზადებული დოკუმენტების პროექტების სათანადო ორგანოებთან და უწყებებთან შეთანხმების ორგანიზაცია;
ი) სასამართლოს სხდომებზე და შესაბამის ორგანოთა მუშაობაში წარმომადგენლის მონაწილეობის უზრუნველყოფა, გამოსვლების ტექსტების ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე მომზადება, მოწვეულ სპეციალისტებთან, ადვოკატებთან კონსულტაციების და თანამშრომლობის ორგანიზაცია;
კ) სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების, შესაბამის ორგანოთა რეკომენდაციების შესრულების ორგანიზაცია კონტროლი, ამისათვის:
� გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციების შესახებ სახელმწიფოს სათანადო ორგანოთა ინფორმირება, მათი გათვალისწინებით მისაღები ფინანსური, საკანონმდებლო, ორგანიზაციული ან ადმინისტრაციული ზომების შესახებ წინადადებების შემუშავება;
� გადაწყვეტილებების, რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის დაწესება და სახელმწიფო სათანადო ორგანოებიდან პასუხის დროულად მიღების უზრუნველყოფა;
� მიღებული ზომების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გასაგზავნი ინფორმაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში �ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის� 1950 წლის კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას აღნიშნული წარმომადგენლობისათვის კონსულტაციების გაწევა;
ლ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხებიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოს სამდივნოსთან, შესაბამის დეპარტამენტებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობა;
მ) აქტიური სამუშაო კონტაქტების დამყარება საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან;
ნ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ინფორმაციით უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთო მდგომარეობის მიმოხილვისა და წლიური ანგარიშების მომზდების პროცესში;
ო) �ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ� 1950 წლის კონვენციის და ამ სფეროში დადებული სხვა საერთაშორისო აქტების პოპულარიზაციაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
პ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა მოთხოვნებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის შემოწმება და საქართველოს იუსტიციის მინისტრის და/ან კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილისათვის წინადადებების წარდგენა;
ჟ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების ორგანიზება;
რ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება;
ს) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საქართველოს წარმომადგენლობებთან ურთიერთობების დამყარება და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინფორმაციის გამოთხოვა;
ტ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის და/ან კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
8. მოცემული დებულებით განსაზღვრული ამოცანების სრულყოფილად განხორციელების მიზნით დეპარტამენტში შექმნილია შემდეგი სამმართველოები:
ა) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის სამმართველო.
ბ) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაციის სამმართველო;
9. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კანონით დადგენილი წესით.
10. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თანამდებობაზე ინიშნება კანონით დადგენილი წესით. მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს, უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი რწმუნებით მოადგილე არსულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ დეპარტამენტის უფროსის ფუნქციურ მოვალეობებს.
11. დეპარტამენტის სამმართველოს საქმიანობას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
12. დეპარტამენტის მრჩეველთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი საშტატო განრიგის შესაბამისად.
თავი V
დეპარტამენტის უფროსი
13. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ემორჩილება საქართველოს იუსტიციის მინისტრს და კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილეს.
14. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;
ე) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ვ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
ზ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
თ) აბარებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) მინისტრის ან მინისტრის მოადგილეების დავალებით ასრულებს დამატებით ფუნქციებს.
თავი VII
დეპარტამენტის მრჩევლები
15. დეპარტამენტის მრჩევლები დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოების უფროსების დავალებების საფუძველზე ახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს.
16. დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებით.
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი
17. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები