საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 05/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000301
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
114
15/06/2000
სსმ, 61, 05/07/2000
000000010.01(2).004.000301
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/07/2000 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.301

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 114

2000 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ნებართვათა განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელსაც არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.

    მუხლი 2

განყოფილება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

თავი II

განყოფილების ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 3

განყოფილების ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

    მუხლი 4

განყოფილება თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 5

განყოფილება ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე.

    მუხლი 6

განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე ახორციელებს განყოფილების მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7

განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

ბ) კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და გაცემული ლიცენზიების აღრიცხვა;

გ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეტანის მიზნით ლიცენზიებთან დაკავშირებული სრული  ინფორმაციის მიწოდება;

დ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;

ე) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.

    მუხლი 8

წინამდებარე დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად განყოფილება:

ა) გასცემს ლიცენზიებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ საშტატო იარაღის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღის ექსპორტზე, ტრანზიტზე, რეექსპორტსა და იმპორტზე;

ბ) გასცემს ლიცენზიებს იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადებაზე, შეკეთებაზე და ვაჭრობაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული კვოტირების ფარგლებში;

გ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;

დ) იხილავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

ე) საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზირების პროცესში ჩართულ სამთავრობო დაწესებულებათა მონაწილეობით, ქმნის მუდმივმოქმედ კომისიას;

ვ) ლიცენზიის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გასცემს ლიცენზიის ასლს;

ზ) კონტროლს უწევს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით ლიცენზიის პირობების შესრულებას, იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადება, შეკეთებასა და ვაჭრობაზე;

თ) იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე, თუ მისი მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს ან ლიცენზიით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ი) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მის მფლობელს ლიცენზიის შეჩერების მოტივისა და საფუძვლის მითითებით;

კ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ, იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ, ლიცენზიის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე;

ლ) გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

მ) იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ;

ნ) ლიცენზიის გაუქმებისას განცხადებით მიმართავს შესაბამის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შესახებ;

ო) იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ 5 დღის ვადაში იმ დღიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდა ლიცენზიის გაუქმების საფუძველი;

პ) წერილობით აცნობებს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის გაუქმების შესახებ;

ჟ) გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”;

რ) დაინტერესებულ პირებს წერილობით აცნობებს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებს;

ს)  კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს;

ტ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

თავი III

განყოფილების სტრუქტურა

    მუხლი 9

განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

    მუხლი 10

განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 11

განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 12

განყოფილების უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს განყოფილების მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს ან ადებს ვიზას მათ პროექტებს;

დ) ხელს აწერს განყოფილების მიერ გაცემულ ლიცენზიას;

ე) წარმოადგენს განყოფილებას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს განყოფილების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს განყოფილების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას;

ი) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

კ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს.

    მუხლი 13

განყოფილების საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.

    მუხლი 14

განყოფილების მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15

განყოფილების დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 16

განყოფილების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.