საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 04/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000300
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
112
15/06/2000
სსმ, 60, 04/07/2000
000000010.01(2).004.000300
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/07/2000 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.300

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 112

2000 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის  დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომ – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ტექსტში შემდგომ –  სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის  შესახებდა სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები

3. დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

4. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან, სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებისათვის მომზადება.

5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტი:

ა) ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ბ) ამოწმებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

გ) იძლევა სამართლებრივ დასკვნას საქართველოს საკანონმდებლო აქტების პროექტებზე;

დ) სამართლებრივ ანალიზს უკეთებს ავტონომიური რესპუბლიკების ნორმატიული აქტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;    

ე) უზრუნველყოფს ცალკეული სფეროების მიხედვით საქართველოსა და უცხო ქვეყნების კანონმდებლობის ანალიტიკურ-სამართლებრივ მიმოხილვას;

ვ) დახმარებას უწევს სახელმწიფო დაწესებულებებს და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმრთველობის ორგანოებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაში;          

ზ) ახორციელებს სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

თ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად უზრუნველყოფს სამართალშემოქმედების მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავებას;

ი) ახდენს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; 

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით ან მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა

6. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

7. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

8. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

9. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.

10. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს  მოადგილეებსა და დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) წარუდგენს მინისტრს მოადგილეებისა და დეპარტამენტის მოხელეების კანდიდატურებს;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) აბარებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;

ზ) წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების  პრემირების, მათი წახალისების, მათზე დისციპლინუი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

11. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები:

ა) თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავენ დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) მონაწილეობენ დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებენ კონტროლს დეპარტამენტის მრჩეველთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

დ) ახორციელებენ მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებებს;

12. დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე დეპარტამენტის უფროსის დავალებით, მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილეთან შეთანხმებით.

13. დეპარტამენტის მრჩევლები დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დავალებების საფუძველზე განახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს.

14. დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებით.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

13. დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.