საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 04/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000299
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
111
15/06/2000
სსმ, 60, 04/07/2000
000000010.01(2).004.000299
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/07/2000 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.299

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 111

2000 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. დაევალოთ სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილებას (მ. ცინაძე) და სახელმწიფო ნებართვათა განყოფილებას (თ. ჯავახია) უზრუნველყონ ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტისათვის შესაბამისი სახელმწიფო რეესტრების გადაცემა და ინფორმაციის პერიოდული მიწოდება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის (ტექსტში შემდგომ – დეპარტამენტი) სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი

1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ტექსტში შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

1. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების (ტექსტში შემდგომ – სამსახურები) ხელმძღვანელობა და კონტროლი;

გ) სამსახურების მოხელეთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგი საჯარო რეესტრების წარმოება:

დ.ა.) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო რეესტრი;

დ.ბ.) ფონდების სახელმწიფო რეესტრი;

დ.გ.) სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრი;

დ.ე.) შემოქმედებითი კავშირების სახელმწიფო რეესტრი;

დ.ვ.) საავტორო უფლებათა მართვის ორგანიზაციების სახელმწიფო რეესტრი.

ე) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა ამოცანები.

2. თავისი ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი:

ა) ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სფეროში;

ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან სამინისტროსა და სამსახურების ურთიერთობას;

გ) ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების პერიოდულ სამართლებრივ ანალიზს, შესაბამის მასალებს აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და სამსახურებს;

დ) თავისი ამოცანების შესასრულებლად ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სფეროში მოქმედი საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ნორმატიული აქტების შესწავლას, ანალიტიკურ მიმოხილვას და შესაბამისი მასალების მიწოდებას სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და სამსახურებისათვის;

ე) უშუალოდ ან სამსახურების მეშვეობით დამხარებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თხოვნით გასცემს ინფორმაციას ნორმატიული აქტების მოქმედების თაობაზე;

ვ) სამსახურების ხელმძღვანელობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად უგზავნის მათ შესაბამის მითითებებს და ამოწმებს მათი შესრულების მდგომარეობას;

ზ) იღებს სამსახურებიდან რეგისტრირებულ ნორმატიულ აქტებსა და სხვა სარეგისტრაციო მონაცემებს, ამოწმებს სამსახურის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან;

თ) იღებს დამატებით ინფორმაციას და ანგარიშს სამსახურის მიერ რეგისტრირებული ცალკეული მასალისა და მისი საქმიანობის სხვა მიმართულებების თაობაზე;

ი) ყოველთვიურად იბარებს სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და ამის შესახებ მოახსენებს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

კ) იღებს და გასემს სახელმწიფო რეესტრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მონაცემებს;

ლ) ახორცილებს კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.   

    მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (ტექსტში შემდგომ – უფროსი).

2. უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. უფროსი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, ან მინისტრის დავალებით – მის ერთ-ერთ მოადგილეს.

4. უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ, აგრეთვე სამსახურების მოსამსახურეებს მითითებებს და განკაგულებებს;

ბ) აკონტროლებს დეპარტამენტისა და სამსახურების მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) იბარებს და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს დეპარტამენტისა და სამსახურების მუშაობის ანგარიშს;

ე) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით გასცემს დასკვნებს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტისა და სამსახურების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტისა და სამსახურების მოსამსახურეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტისა და სამსახურების ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტისა და სამსახურების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, სამსახურების ცალკეული მოხელეების დეპარტამენტზე მიმაგრების თაობაზე;

ი) ყოველთვიურად ისმენს სამსახურების უფროსების ანგარიშს შესრულებული სამუშაოს თაობაზე და ამის შესახებ მოახსენებს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

კ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.