საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 06/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.007453
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-139
03/06/2005
სსმ, 68, 06/06/2005
340170000.22.032.007453
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/06/2005 - 09/01/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.007.453

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 

 ბრძანება №2-139

2005 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის №72 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.

2. კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურმა (გ. სიხარულიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 28 მაისის №2-85 ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის თბილისის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის                  2 ოქტომბრის №2-153 ბრძანება;

გ) ,,კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის   №2-10 ბრძანება.

4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ გიორგი მახარაშვილმა.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში.

4. სამსახურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0186, მინდელის ქ. №5.

    მუხლი 2. საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამსახურის საქმიანობის სფეროა:

ა) ქვეყანაში კვების (მათ შორის, ბავშვთა) პროდუქტების (გარდა ალკოჰოლიანი სასმელების, ეთილის სპირტის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მ.შ. მინერალური წყლისა) და თამბაქოს, იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების (შემდგომში – პროდუქტები) წარმოების ლიცენზიების გაცემა და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი;

ბ) სურსათისა და თამბაქოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის მონიტორინგი;

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის (მათ შორის, თავთავიანი კულტურების მარცვლისა და მათგან წარმოებული ფქვილის) ხარისხის კონტროლი.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ბ) სურსათისა და თამბაქოს ხარისხისა და უვნებლობის სფეროში მეწარმეთა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, პროდუქციის ხარისხის, მისი კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზიების გაცემა და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი;

დ) სურსათისა და თამბაქოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულის და ფქვილის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება;

ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის კონტროლის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 3. უფლებამოსილებანი

 სამსახურს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს კვების პროდუქტების, იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიების გაცემა კანონმდებლბის შესაბამისად;

ბ) განახორციელოს სურსათისა და თამბაქოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის მონიტორინგი და ექსპერტიზა შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის სტადიებზე;

გ) დადგენილი წესების შესაბამისად აიღოს (შეიძინოს) პროდუქტების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულისა და ფქვილის ნიმუშები (სინჯები) მონიტორინგისა და ექსპერტიზის, ხარისხის კონტროლის ჩატარების მიზნით;

დ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში, მოამზადოს საექსპერტო დასკვნები და წინადადებები სურსათისა და თამბაქოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულისა და ფქვილის რეალიზაციის შეჩერება-აკრძალვის თაობაზე;

ე) განახორციელოს ქვეყანაში წარმოებული, სარეალიზაციო, იმპორტირებული და ექსპორტირებილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ნედლეულის, მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხზე კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განახორციელოს კონტროლი არაიოდირებული მარილის რეალიზაციაზე, ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე;

ზ) განახორციელოს კონტროლი ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვაზე;

თ) კონტროლის განხორციელების შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევებში გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 444, 1645 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1735, 1774 და 1775 მუხლებით გათვალისიწინებულ ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევებზე;

კ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მომართვების საფუძველზე განახორციელოს სურსათისა და თამბაქოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულისა და ფქვილის (მათ შორის, ვადაგასული და ხარისხდაქვეითებული პროდუქციის) ხარისხის განსაზღვრა და დასკვნების გაცემა (მათ შორის, მარცვლეულის გადამამუშავებელ საწარმოებში ბუნებრივი დანაკარგების შესახებ);

ლ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და წარუდგინოს სამინისტროს, შესაბამის უწყებებსა და ორგანოებს წინადადებები და რეკომენდაციები სურსათისა და თამბაქოს ხარისხთან და უვნებლობასთან დაკავშირებით;

მ) მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ორგანოებიდან, ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;

ნ) ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივ საწყისებზე მეცნიერ-ექსპერტთა საბჭო (ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით) ექსპერტიზის სამუშაოების განხორციელებისათვის და წინადადებების, რეკომენდაციების და პროგრამების შესამუშავებლად;

ო) ითანამშრომლოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან, სამეცნიერო-ტექნიკურ დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ლიცენზირების, სურსათისა და თამბაქოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის მონიტორინგისა და ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებით;

პ) სურსათისა და თამბაქოს ექსპორტ-იმპორტის დროს სურსათის უვნებლობის საკითხებზე ითანამშრომლოს საბაჟო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან;

ჟ) ითანამშრომლოს და გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში სურსათის ხარისხისა და უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით;

რ) გამოიყენოს ხელშეკრულების საფუძველზე სხვა საგამოცდო ლაბორატორიები და სპეციალისტები;

ს) შექმნას სურსათისა და თამბაქოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის და ფქვილის ხარისხის მონიტორინგის საინფორმაციო ბანკი;

ტ) მოამზადოს და წარუდგინოს სამინისტროს წინადადებები ტერიტორიული ორგანოების შექმნის თაობაზე, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

უ) ხელი შეუწყოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მონაწილეობას ლიცენზირების, სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგისა და ექსპერტიზის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხთან დაკავშირებული სემინარების, თათბირების, სიმპოზიუმების მომზადებასა და მუშაობაში;

ფ) აღმოუჩინოს დახმარება კვების პროდუქტებისა და თამბაქოს საწარმოებს ხარისხის სისტემების დანერგვაში.

    მუხლი 4. სამსახურის მოვალეობები

1. შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ამოცანები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი.

2. უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემის სამუშაოთა, პროდუქტების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის კონტროლის, ექსპერტიზის, გამოცდის და მონიტორინგის შედეგების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირვალობა.

3. დაიცვას სამუშაოთა ჩატარების დადგენილი ვადები.

4. ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

5. მიაწოდოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

    მუხლი 5. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა

სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) სამსახურის ადმინისტრაცია, რომლის შემადგელობაში შედის საქმეთა მმართველობა, ბუღალტერია, მატერიალური უზრუნველყოფისა და იურიდიული განყოფილებები – ძირითადი ფუნქციაა სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური, იურიდიული, საკადრო საქმიანობის, ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ბ) მონიტორინგის სამმართველო, რომელიც ახორციელებს სურსათისა და თამბაქოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულის და ფქვილის ხარისხის მონიტორინგის სამუშაოებს;

გ) ხარისხის კონტროლის სამმართველო, რომელიც ახორციელებს ქვეყანაში წარმოებული, რეალიზებული, იმპორტირებული და ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხზე, არაიოდირებული მარილის რეალიზაციაზე, ვადაგასული იოდირებული მარილისა და ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვაზე;

დ) ლიცენზირების განყოფილება, რომელიც ახორციელებს კვების (მათ შორის, ბავშვთა) პროდუქტების (გარდა ალკოჰოლიანი სასმელების, ეთილის სპირტის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მ.შ მინერალური წყლისა) და თამბაქოს პროდუქციის, იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში ლიცენზიების გაცემის სამუშაოებს;

 ე) ექსპერტიზის განყოფილება, რომელიც ამზადებს საექსპერტო დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებსა და პროგნოზებს მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე;

 ვ) საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აწარმოებს სალიცენზიო უწყებრივ რეესტრს, ასრულებს სამუშაოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის და ფქვილის ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად, მონაწილეობს ნორმატიული დოკუმენტების ფონდის აქტუალიზაციისა და ჰარმონიზაციის სამუშაოებში, ამზადებს სამსახურის ანგარიშებსა და ინფორმაციებს;

ზ) ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს კვების პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის, მარცვლეულის და ფქვილის ხარისხის ანალიტიკური გამოკვლევებსა და გამოკვლევის მეთოდების აქტუალიზაციისა და ჰარმონიზაციის სამუშაოებს.

    მუხლი 6. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში, წარმოადგენს სამსახურს მინდობილობის გარეშე, მოქმედებს მისი სახელით.

2. სამსახურის უფროსს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

3. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

4. სამსახურის უფროსი:

ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამსახურის ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;

დ) ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს მინისტრს სამსახურის დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

ე) ქმნის მეცნიერ ექსპერტთა საბჭოს, სადეგუსტაციო და საატესტაციო კომისიებს;

ვ) წარმოადგენს სამსახურს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

ზ) აფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

თ) აკონტროლებს ხარჯთაღრიცხვით გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად ატარებს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინარულ ღონისძიებებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

1. სამსახურის დებულებას, სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.