საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 17/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.008010
  • Word
2-1
09/01/2006
სსმ, 6, 17/01/2006
340170000.22.032.008010
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.008.010

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1

2006 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №145 დადგენილებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №725 ბრძანებულების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი მთელი რიგი ,,დაწესებულებების” ლიკვიდაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,თევზის მეურნეობის დეპარტამენტ ,,საქთევზის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 10 აპრილის №2-53 ბრძანება;

ბ) ,,მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ ,,აბრეშუმის სახლის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 15 დეკემბრის №2-489 ბრძანება;

გ) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 15 დეკემბრის №2-301 ბრძანება;

დ) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის №2-139 ბრძანება;

ე) ,,მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 28 იანვრის №2-54 ბრძანება;

ვ) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქვეყნის შიგნით ზამთრის საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების მომსახურების რაზმის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 30 მარტის №2-164 ბრძანება;

ზ) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - მელიორაციის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 24 აგვისტოს №2-136 ბრძანება;

თ) ,,ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 23 სექტემბრის №2-127 ბრძანება.

2. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი