„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 08/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 070110000.11.106.004681
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
88
05/03/2001
სსმ, 21, 08/03/2001
070110000.11.106.004681
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/03/2001 - 20/06/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.11.106.004.681

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №88

2001 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი­

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ვბრძანებ:

დამტკიცდეს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესი” (დანართი №1).

მ. სააკაშვილი

დანართი №1

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესი”

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესს.

    მუხლი 2

1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული თანხის 20% ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარიმართება სასამართლო აღმასრულებლების პრემირებაზე და სააღსრულებო ბიუროების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, 30% – სააღსრულებო დეპარტამენტისა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა პრემირებასა და სააღსრულებო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, ხოლო 50% – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის პრემირებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.

    მუხლი 3

სასამართლო აღმასრულებლების პრემირებისა და სააღსრულებო ბიუროების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის 50% წარიმართება იმ სასამართლო აღმასრულებელთა პრემირებისათვის, რომელთა წარმოებაში არსებული საქმეებიდან მოხდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, ხოლო 50% – მოხმარდება სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და სხვა სასამართლო აღმასრულებელთა პრემირებას.

    მუხლი 4

1. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი სააღსრულებო დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე ახდენს პრემიების ოდენობის დაანგარიშებასა და ამზადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტს სასამართლო აღმასრულებლების, სააღსრულებო დეპარტამენტისა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა პრემირების შესახებ.

2. სასამართლო აღმასრულებლებზე, სააღსრულებო დეპარეტამენტისა და სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებზე პრემიების გაცემა წარმოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 5

სააღსრულებო დეპარტამენტისა და სააღსრულებო ბიუროების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის ხარჯვა ხდება სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.